ფეხბურთი

9:06 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექემი მესის „ინტერ მაიამიში“ იწვევს

„ინტერ მაიამის“ თანამფლობელ დევიდ ბექემს, თავის გუნდში „ბარსელონას“ მთავარვარსკვლავის, ლიონელ მესის ხილვა სურს - გვამცნობს Radio Catalunya.

ბექემი უკვე დაუკავშირდა მესის წარმომადგენლებს, რათა დააზუსტოს, რეალურია თუ არა არგენტინელის ამერიკაში გადასვლა, მას შემდეგ, რაც მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდება.

„ბარსელონა“ კი მესის სიცოცხლის ბოლომდე უპირებს ხელშეკრულების გაფორმებას. თავად არგენტინელიც ამბობს, რომ ევროპაში სხვა კლუბში არ ითამაშებს. „ბარსელონაში“ მას 687 მატჩში 603 გოლი აქვს გატანილი.

„ინტერ მაიამი“ მომავალი წლიდან ჩაებმება MLS-ის გათამაშებაში.

0.13274