კალათბურთი

20:11 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუბიო მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეპასეა

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ესპანეთმა პოლონეთი 90:78 დაამარცხა. ესპანელთა გამთამაშებელმა რიკი რუბიომ გუნდს 19 ქულა, 9 პასი და 5 მოხსნა შესძინა.

რუბიოს მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯამში 115 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, რაც საუკეთესო შედეგია. რიკიმ არგენტინელ პაბლო პრიჯიონის გადაასწრო, რომელსაც 106 პასი აქვს. რუბიომ 116 პასის გაკეთება 22 მატჩში მოახერხა,ხოლო პაბლომ - 24 შეხვედრაში.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში შედეგიანი გადაცემების დათვლა 1994 წლიდნ დაიწყო.

ნახევარფინალში ესპანეთი ავსტრალია-ჩეხეთის გამარჯვებულს შეხვდება.

0.112242