სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

17:12 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ სერბეთი სახლში გაუშვა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა და ეს არგენტინელის ნაკრებია! სამხრეთ ამერიკელებმა ბევრის მოსაზრებით ტურნირის მთავარი ფავორიტი სერბეთის ნაკრები დაჯაბნეს და საუკეთესო ოთხეულში ადგილი დამსახურებულად მოიპოვეს.

არგენტინელებმა სერბეთი ბრწყინვალე სტილში დაჯაბნეს და ოთხიდან სამი პერიოდი გამარჯვებით დაასრულდა. თუმცა, მატჩის ბედი მაინც დასკვნითმა ათწუთეულმა გადაწყვიტა, რომელიც სერხიო ერნანდესის გუნდმა დიდებულად ჩაატარა. იქამდე, არგენტინა ალექსანდრ ჯორჯევიჩის შეგირდებს ოდენ კინკილა ქულით ამარცხებდა და ბუნებრივია, მეოთხე პერიოდზე იყო ყველაფერი დამოკიდებული.

გადამწყვეტ მომენტში კი არგენტინელი კალათბურთელები, მეტწილად ფაკუნდო კამპაცო და ლუის სკოლა შეუდარებელნი იყვნენ და ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს. ერნანდესის ბიჭებმა ბოლო ათწუთეულში სერბეთს 9 ქულით აჯობეს და საბოლოოდ, 10-ქულიანი სხვაობით 97:87 იმარჯვეს.

არგენტინის ნაკრების გამარჯვებაში უკვე ვახსენეთ, რომ ყველაზე დიდი წვლილი კამპაცომ და სკოლამ შეიტანეს. პირველმა მათგანმა 30 წუთში 18 ქულა, 12 პასი და 6 მოხსნა მიითვალა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით საერთოდაც საუკეთესო იყო - 27. რაც შეეხება 39 წლის ლეგენდარულ ლუის სკოლას - ვეტერანი კალათბურთელი ყველაზე შედეგიანი იყო 20 ქულით, რასაც 5 მოხსნა და 2 პასიც დაუმატა (მარგი ქმედების კოეფიციენტი 21). ათქულიან ზღვარს გადასცდნენ გაბრიელ დეკი (13 ქულა) და პატრისიო გარინო (15 ქულა).

სერბეთის ნაკრებში ორმაგი დუბლით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა 16 ქულა, 10 მოხსნა, ნემანია ბიელიცამ 18 ქულა დააგროვა, ხოლო ბოგდან ბოგდანოვიჩი მატჩის საუკეთესო მექულე გამოდგა - 21 ქულა.

ამრიგად, მედლებზე დაგეშილი და საყოველთა მოსაზრებით აშშ-სთან ერთად მთავარი ფავორიტი სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა და მედლების გარეშე დარჩა, არგენტინა კი ნახევარფინალში აშშ - საფრანგეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

არგენტინა - სერბეთი 97:87 (25:23, 29:26, 14:18, 29:20) - მატჩის სტატისტიკა

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.184705
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X