ფეხბურთი

16:48 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ მილნერთან მოლაპარაკება დაიწყო

„ლივერპულის მცველმა, ჯეიმს მილნერმა, ცოტა ხანში, შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გააგრძელოს.

Goal.com-ის ცნობით, მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო 33 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება. მილნერის არსებულ კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება ვადა.

მილნერი „ლივერპულში“ 2015 წლიდან თამაშობს და მასთან ერთად ორი ტიტული - ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. მანამდე მას „ლიდსში,“ „სუინდონში,“ „ნიუკასლში,“ „ასტონ ვილასა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია.

0.13452