ფეხბურთი

23:55 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარიმ კრიშტიანუს სეზონში გოლების მინიმუმი რაოდენობა დაუსახელა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუს სეზონის მიზანი დაუსახა. Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა პორტუგალიელის უთხრა, რომ მისი სათამაშო სტილით სეზონში 40-ზე მეტი გოლი უნდა გაიტანოს.

რონალდუსთვის სეზონში ხსენებული რაოდენობის გოლების გატანა უცხო სულაც არაა, მაგრამ იტალიაში გატარებულ პირველ სეზონში 27 გოლი გაიტანა.

თუმცა, მასიმილიანო ალეგრისთან შედარებით სარი სრულიად განსხვავებული ფეხბურთის მიმდევარია და სწორედ ამიტომ გაამხვილა ყურადღება 40 გოლზე.

ცნობისთვის, რონალდუმ მიმდინარე სეზონში ტურინელთა რიგებში ორი თამაში ჩაატარა და გოლის გატანა ერთხელ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113532