სხვა

17:14 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დსთ-ის, ბალტიისპირეთის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მონაწილეობით 21-ე საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

ყირგიზეთის ისიკ კულში დსთ-ის, ბალტიისპირეთის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მონაწილეობით 21-ე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლეს.

საერთაშორისო ფორუმის მიზანია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის ინფორმაციის, აქტუალური პროექტების, პროგრამების გაცვლა, მსხვილი მულტისპორტული შეჯიბრებების ჩატარებასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

ფორუმის ფარგლებში თემატური პრეზენტაციებით გამოვიდნენ დსთ-ის, ბალტიისპირეთის ქვეყნების და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები. კერძოდ, განიხილეს ოლიმპიური სპორტის პრობლემები ტოკიო-2020-ის მიჯნაზე, მინსკის მეორე ევროპული თამაშების მემკვიდრეობა, ბაქოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შედეგები, საერთაშორისო თამაშები „აზიის შვილები", ევროპული კვირეული ლატვიაში.

საერთაშორისო ფორუმს საქართველოდან ესწრებოდა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

GEONOC.ORG.GE

0.152426