თამაშგარე

12:54 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა როდრიგესს მოკრიტიკეები ვამოუჩნდნენ

კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორი ჯორჯინა როდრიგესი ახალ თამამ ფოტო-სესიაში გადაიღეს, სადაც ტანკენარი მოდელი არც მეტი, არც ნაკლები ჯოჯოხეთის ავსულის (ეშმაკი, ჭინკა, ალქაჯი და მსგავსი ოხრობა) გარეგნულ იერს განასახიერებს, რაც მოკრიტიკეთა საკმაოდ დიდ ნაწილს არ მოეწონა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალია (სადაც ჯორჯინა და კრიშტიანუ ამჟამად ცხოვრობენ) სეკულარული სახელმწიფოა და ფოტოგადაღებები არავის უკვირს, იტალია ასევე კათოლიკური სახელმწიფოცაა, სადაც ბევრი მორწმუნე ადამიანი გადი-გამოდის და ბუნებრივია აპენინებზე ბურთის საუკეთესოდ მაგორებელი ჯეელის სატრფოს ქცევზეც ბევრს ექნებოდა რეაქცია.

აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ჯორჯინა როდრიგესი თამამი ფოტო-გადაღებების სიყვარულით ოდიდგანვე გამოირჩეოდა და ნიფხვისამარა სხვადასხვა პოზაში ჯერ კიდევ რონალდუსთან შეხვედრამდეც კოხტად პოზიორობდა. თუმცა აშკარაა, რომ პორტუგალიელი მეგოლის გულისსწორობა და შვილების დედობა მას უკვე სხვა პასუხისმგებლობებს აკისრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119145