სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

4:10 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - დანია: ფეხბურთელთა შეფასებები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეხუთე შეხვედრა დანიასთან ჩაატარა და სამი თვის წინ კოპენჰაგენში 1:5 მარცხის შემდეგ, ფრეს გამორჩა - 0:0.

„ჯვაროსნებს“ ნამდვილად არ ჰქონიათ ბევრი საგოლე მომენტი, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები არც მეტოქეს შეაქმნევინეს. თანაც, დანია მაღალი დონის გუნდია და ქულებიც ჩვენზე მეტად სჭირდებოდა სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე.

ქართველ ფეხბურთელებს თავი ნამდვილად არ დაუზოგავთ და თითქმის ყველა მათგანმა დაკისრებული მოვალეობა კარგად, დადებითად შეასრულეს. WORLDSPORT.GE დანიასთან მატჩში ქართველი ფეხბურთელების შეფასებებს წარმოგიდგენთ.

გიორგი ლორია 7 - საქართველოს ნაკრების მეკარემ მეტად დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უხარვეზოდ. ვერც იმას ვიტყვით, რომ საქმე თავზე საყრელად ჰქონდაო, მაგრამ როდესაც მისი ჩართვა გახდა საჭირო, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ბრაითვაითის და მეორე ნახევარში დოლბერგის მომენტების დროს.

ოთარ კაკაბაძე 5.5 - მისგან ბევრად ნაყოფიერი და კარგი მატჩებიც გვინახავს და გვახსოვს. შეტევაში პრაქტიკულად ვერ ერთვებოდა, დაცვაშიც არ ყოფილა გაუვალი წერტილი. მეტწილად პირველად ნახევარში დანია ხიფათს სწორედ მისი ზონიდან ქმნიდა. მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარა.

გურამ კაშია 7 - კაპიტნისთვის დამახასიათებელი მატჩი ჩაატარა. განსაკუთრებით დიდებული იყო მეორე ტაიმში, როდესაც რამდენჯერმე სერიოზულ უსიამოვნებას აარიდა თავისი გუნდი. ჰქონდა როგორც ართმევები, ისე ჩაჭრები.

გია გრიგალავა 7 - წუნს ვერც კაშიას მეწყვილეს, გია გრიგალავას დავუდებთ, რომელმაც ასევე დიდი სამუშაო გასწია დაცვის ხაზში და არაფერი დაუთმო სკანდინავიელ შემტევებს. განსაკუთრებით გამოირჩა ფიზიკური ორთაბრძოლების დროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კვირკველია-ხოჭოლავას არყოფნა გუნდს ნამდვილად არ დაატყო.

ჯიმი ტაბიძე 6.5 - როგორც კაკაბაძის შემთხვევაში, აქაც იგივე - შეტევას საერთოდ ვერ ეხმარებოდა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. სამაგიეროდ, დაცვაში კარგად იდგა და დაკისრებულ მოვალეობას თავი ნამდვილად კარგად გაართვა. ზოგადად, ჩანს, რომ დღეს საქართველოს ნაკრებში დაცვის ცენტრში (ტაბიძე ცენტრალური მცველია) ყველაზე ნაკლები პრობლემაა.

გიორგი აბურჯანია 6.5 - ჯაბა კანკავას შეცვლა ადვილი არაა, მაგრამ „ტვენტეს“ ნახევარმცველმა ამოცანას თავი გაართვა. პირველ ტაიმში გადაცემების დროს დაუშვა მცირე შეცდომები, მაგრამ ეს გუნდს არ დასტყობია. სამაგიეროდ, დაცვას მეტად ნაყოფიერად ეხმარებოდა და თამაშის შემდეგ ვლადიმირ ვაისის ქებაც დაიმსახურა.

ვაკო გვილია შ.გ - გვილიასთვის მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და „ლეგიას“ ლიდერობს, მაგრამ მოულოდნელად ვაისმა მისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ გამონახა, თანაც კვეკვესკირისა და კანკავას სახით ცენტრში დიდი დანაკლისი იყო. თუმცა, ვაისმა ეს გადაწყვეტილება ტაქტიკური მონახაზით ახსნა და დააყოლა, რომ გვილიას უფრო გამთამაშებლად ხედავს, ვიდრე საყრდენად. ვაკოს მოედანზე შესვლა ქომაგებმაც მოითხოვეს, თუმცა, მხოლოდ 86-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და შეფასება ვერ დაიმსახურა.

ოთარ კიტეიშვილი 8 - ჩვენი აზრით, მოედანზე საუკეთესო იყო. ვაისმა მას პოზიცია შეუცვალა, ოდნავ უკან დახია და „შტურმის“ ფეხბურთელიც ჩინებულად ირჯება. არაერთხელ წაართვა ბურთი გაცილებით გამოცდილ დანიელებს და უშუშრად ითამაშა. ფაქტია, მისი პროგრესი უტყუარია და ეს ძალიან კარგი სიგნალია საქართველოს ნაკრებისთვის.

თორნიკე ოქრიაშვილი 6 - თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებს კარგა ხნის პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მისგან ყოველთვის ბევრს ელის გულშემატკივარი. ბევრი იბრძოლა, მონდომებაც არ აკლდა, მაგრამ ოპტიმალური ფორმისგან შორსაა. თუმცა, 90 წუთი თავდაუზოგავად იშრომა და ეს დასაფასებელია. ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარის ჩარჩოშიც მის ანგარიშზეა, როდესაც ჯარიმა შეასრულა, მაგრამ შმეიხელი ყურადღებით იყო.

ჯანო ანანიძე 5.5 - ჯანომაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა, ეტყობოდა, რომ ფიზკურად არაა სასურველ კონდიციებში და შეიძლებოდა მისი მანამდე შეცვლაც. მიუხედავად ამისა, მასაც მიუძღვის დანიელებთან უგოლო ფრეში წვლილი. და მაინც, ანანიძისგან ბევრად კარგი, ნაყოფიერი მატჩები გვინდა, რადგან ამის პოტენციალი გააჩნია. დანიასთან კი მისი მაქსიმუმი არ ყოფილა.

ვაკო ყაზაიშვილი 7 - ხსენებულ სამეულში ყაზაიშვილი საუკეთესო გახლდათ. ლოგიკურიციაა, რადგან ვაკოს კლუბში არც სათამაშო პრაქტიკა აკლია და არც უფორმობას უჩივის. ყაზაიშვილი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და მარჯვენა ფლანგისგან განსხვავებით, მისი ფლანგი გაცილებით აქტიური იყო. ყველაზე სახიფათო მომენტიც მას ეკუთვნის, როდესაც კრისტიან ერიკსენს მოხდენილად აუარა გვერდი, 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. შეეძლო მატჩის გმირიც გამხდარიყო.

გიორგი ქვილითაია 6.5 – 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა და ეს თავადაც აღნიშნა. თუმცა, სათადარიგო სკამზე მისი შემცვლელი არ იყო და მანამც ბოლომდე იბრძოლა. რთულია ისეთი მცველების წინააღმდეგ მარტო გარჯა, როგორებიც სიმონ კიაერი და ანდრეას კრისტენსენი არიან. მიუხედავად ამისა, გიორგიმ არაერთი ორთაბრძოლა მოიგო და პირველ ბურთსაც ხშირად იგებდა. ერთხელ ბურთი ხარიხასაც მოარტყა, ოღონდ თამაშგარე დაუფიქსირეს. კარგი თამაში ჩაატარა, იდეალურისთვის გოლი დააკლდა, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოს ნაკრებს.

ბუბა დაუშვილი შ.გ - ეროვნულ ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ მოედანზე ბოლო წუთზე გამოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114078
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X