ფეხბურთი

0:17 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პროსინეჩკიმ ბოსნიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ევრო 2020-ის J შესარჩევი ჯგუფის მე-6 ტურის მატჩში, სომხეთის ეროვნულ გუნდთან წაგების შემდეგ (2:4), ბოსნია - ჰერცეგოვინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორვატმა რობერტ პროსინეჩკიმ თანამდებობა დატოვა.

„ყველას ვესაუბრე და გადავწყვიტე გადავდგე. როცა გუნდი ჩავიბარე, მჯეროდა, რომ ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მოვხვდებოდით. ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ ჯობს სხვა მწვრთნელმა იმუშაოს და ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მოამზადოს.

მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას. ჩვენც გვქონდა მომენტები, მაგრამ, ეტყობა სომხებს მეტად უნდოდათ გამარჯვება.“ - უთხრა პროსინეჩკიმ ბოსნია-ჰერცეგოვინის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.

მატჩის გმირი კი აწ უკვე იტალიური „რომას“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა და ერთიც საგოლედ უპასა ოგანეს ამბარცუმიანს.

ახლა J ჯგუფს 6 თამაშიდან 18 ქულით იტალიის ნაკრები ლიდერობს. 12 ქულიანი ფინეთის ეროვნული გუნდი მეორე ადგილზეა. სომხებმა 9 ქულა მოაგროვეს და მესამე საფეხურზე დგანან. 7-ქულიანი ბოსნია მეოთხეზეა, 5-ქულიანი საბერძნეთი მეხუთეზე. ცხრილის ფსკერზე კი ერთქულიანი ლიხტენშტაინია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103906