ფეხბურთი

1:50 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია: "დანიასთან ფრე დადებითი შედეგია, ახლა ირლანდიასთან გამარჯვების დროა"

საქართველოს ნაკრების თავდამსმხელმა გიორგი ქვილითაიამ დანიასთან (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფორვარდის განცხადებით, დანიასთან ფრე დადებითი შედეგია და ახლა დროა ირლანდიასთან წარუმატებელი სერია დასრულდეს.

„პირველ რიგში მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო და ვთვლი, რომ დანიასთან ფრე დადებითი შედეგია. მითუმეტეს პირველი თამაშის ანგარიშიდან გამომდინარე. პირველ ტაიმში ნაკლებად აქტიურები ვიყავით, მაგრამ მეორე ნახევარში გავაქტიურდით და ვფიქრობ, დადებითი შედეგია.

დროა ალბათ, რომ ირლანდიასთან გავტეხოთ ეს ცუდი სერია, დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრების, რადგან მათ გარეშე რთულია ითამაშო და მითუმეტეს, რომ საქართველოში ძალიან კარგი ქომაგობა იციან.

ის უიღბლო სერია იმედი მაქვს, რომ შეწყდა და კარგა ხანია ტრავმა არ მაწუხებს. ალბათ შეამჩნიეთ, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ ვარ, რაც იმის ბრალია, რომ ბევრი სათამაშო დრო არ მეძლევა კლუბში, მაგრამ იმედია ყველაფერი შეიცვლება და ნაკრებში უკეთეს ფორმაში ჩამოვალ“, - აღნიშნა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 თამაშის შემდეგ 4 ქულა აქვს და ქვეჯგუფში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

0.136865