ავტოსპორტი

1:07 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა „ფერარის“ საშინაო რბოლაშიც მოაგებინა

მონაკოელმა შარლ ლეკლერმა ზედიზედ მეორე რბოლა მონცას სწრაფ ტრეკზე, „მერსედესის“ პილოტებთან უშეღავათო ბრძოლაში მოიპოვა. 2010 წლის შემდეგ ეს მარანელოელთა პირველი გამარჯვებაა საშინაო ტრეკზე. ისევე როგორც ბელგიაში, ლეკლერმა ამჯერადაც პოული გამარჯვებაში გარდასახა.

მეორე და მესამე ადგილები ვალტერი ბოტასმა და ლუის ჰამილტონმა დაიკავეს, რის შემდეგაც, ფინელმა მრბოლმა, ჩემპიონატში ჩამორჩენა სამი ქულით, 62 ქულამდე შეამცირა. ჰამილტონმა ლეკლერის გასწრების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც, რბოლის მიწურულს ლიდერს ბოტასმაც შეუტია, მაგრამ ამაოდ.

„რა რბოლა იყო! ასე არასდროს დავღლილვარ. აქ მოგება ოცნება იყო. ერთი კვირის წინ პირველი გამარჯვება მოვიპოვე, მაგრამ აქ მოგებით, ათჯერ მეტი ემოცია მივიღე. მადლობა ყველას, სიტყვები არ მყოფნის“, - განაცხადა ლეკლერმა, ვისთვისაც ეს „ფერარის“ მანქანით ჩატარებული მხოლოდ მე-14 რბოლაა. საინტერესოა, რომ ლეკლერის მონცას ტრეკის და იტალიური გუნდის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს დაემთხვა.

„მან შესანიშნავი რბოლა ჩაატარა. ვულოცავ ფერარის. ვალტერიც და მეც ბევრს ვუტევდით, მე რაც შემეძლო, გავაკეთე. და როცა ასე დიდხანს უტევ, საბურავები ვერ უძლებს. დღეს ისინი ყველაზე სწრაფები იყვნენ, განსაკუთრებით სწორ მონაკვეთებზე. და თუ შესატევ მანძილზე ვუახლოვდებოდით, გასწრება მაინც შეუძლებელი იყო. ჩვენი დღე არ იყო, მაგრამ ქულები მაინც მოვაგროვეთ“, - განაცხადა ჰამილტონმა.

სებასტიან ფეტელი ისევ კვარცხლბეკის მიღმა დარჩა. ბელგიური რბოლისგან განსხვავებით, ამჯერად ქულაც ვერ აიღო. რბოლის დასაწყისში მას მანქანა მოუცურდა და დატრიალდა. ტრასაზე დაბრუნებისას კი სახიფათო სიტუაციაც შექმნა, რისთვისაც ჯერ ერთი, მაშინვე დაისაჯა - ლანს სტროლმ ფრთა დაუზიანა. მერე კი ტრასაზე სახიფათო დაბრუნებისთვის, მსაჯებმა 10-წამიანი ჯარიმაც გამოუწერეს. ამ რბოლის შემდეგ, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ლეკლერმა 13 ქულით გაასწრო და როგორც ჩანს, მალე პირველი პილოტის როლსაც ის გადაიბარებს. ამ ინციდენტისთვის, ფეტელს პირად საქმეში სამი საჯარიმო ქულაც ჩაეწერა, რის შემდეგაც, 9 ქულა დაუგროვდა. სამიც და გერმანელს ერთი რბოლის გამოტოვება მოუწევს.

იტალიის დიდი პრიზი

მონცა, დისტანცია 306.720 კმ (5.793 კმ, 53 წრე)

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:15.26.665 243.930
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.835
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 35.199
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 45.515
  5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 58.165
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 59.315
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:13.802
  8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:14.492
  9. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1 წრე
  12. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1 წრე
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  17. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 2 წრე
  18. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 27 წრე
  19. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 29 წრე
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 43 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:21.779 (51-ე წრე, 255.014 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 284 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 221; 3. მაქს ფერსტაპენი - 185; 4. შარლ ლეკლერი - 182; 5. სებასტიან ფეტელი - 169; 6. პიერ გასლი - 65; 7. კარლოს საინსი - 58; 8-9. დანიელ რიკარდო, ალექსანდერ ალბონი - 34; 10. დანიილ კვიატი - 33; 11-12. ნიკო ჰულკენბერგი, კიმი რაიკონენი - 31; 13. სერხიო პერესი - 27; 14. ლანდო ნორისი - 25; 15. ლანს სტროლი - 19; 16. კევინ მაგნუსენი - 18; 17. რომენ გროჟანი - 8; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 3; 19. რობერტ კუბიცა - 1; 20. ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 505 ქულა; 2. ფერარი - 351; 3. რედ ბულ-ჰონდა - 266; 4. მაკლარენ-რენო - 83; 5. რენო - 65; 6. ტორო როსო-ჰონდა - 51; 7. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 46; 8. ალფა რომეო-ფერარი - 34; 9. ჰაას-ფერარი - 26; 10. უილიამს-მერსედესი - 1

0.137103