ფეხბურთი

18:16 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ევროპაში მეხუთეა

ევრო-202-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიამ გასვლაზე სერბეთი 4:2 დაამარცხა.

კრიშტიანუ რონალდუმ ნაკრების შემადგენლობაში 159-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც ევროპაში მეხუთე მაჩვენებელია.

"იუვენტუსის" შემტევი სერხიო რამოსს (166), კერ კასილასს (167), ვიტალი ასტაფიევს (167) და ჯანლუიჯი ბუფონს (176) ჩამორჩება.

მსოფლიოში სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი 184 შეხვედრა ეგვიპტელ ფეხბურთელს აჰმედ ჰასანს აქვს ჩატარებული.

რონალდუს 159 მატჩში 89 გატანილი გოლი დაუგროვდა.

0.118021