სხვა

13:30 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოციგურავეებმა რიგაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს (+VIDEO)

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ფიგურულ ციგურაობაში დასრულებულ ახალგაზრდულ გრან-პრიზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ქართველებმა თავისუფალ პროგრაში შთამბეჭდავად იასპარეზეს, ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. ჩვენებურებმა რითმულ ცეკვაშიც დამაჯერებლად იასპარეზეს და 2 გამოსვლის ჯამში 165.26 ქულა დააგროვეს რაც ვერცხლის მედლისთვის გახდა საკმარისი.

პირველ ადგილზე ელიზავეტა ხუდაიბერდიევასა და ანდრეი ფილატოვის წყვილი განთავსდა, რომლებმაც ჩვენებურებს მცირედით, 0.33 ქულით აჯობეს.

საპრიზო მესამე ადგილი კი კვლავ რუსმა დუეტმა სოფია ტუტუნინამ და ალექსანდრ შუსტიტსკიმ 152.79 ქულით მოიპოვეს.

0.113198