ფეხბურთი

12:45 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: "დიდი ხანია ტიტულების მოგებაზე ვსაუბრობთ"

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ ინგლისელები დიდი ხანია ტიტულების მოგებაზე საუბრობენ, თუმცა ეს მომენტი ჯერჯერობით არ დადგა. "ტოტენჰემის" თავდამსხმელს ინდივიდუალური თამაში არ აინტერესებს და ნაკრეთან ერთად რომელიმე ტურნირის მოგება სურს.

"ინდივიდუალური სტატისტიკა კარგია, მაგრამ მთავარი ტურნირის მოგებაა. ინგლისი დიდი ხანი ჩემპიონი არ გამხდარა. სწორედ ესაა ჩემი და გუნდის წევრების მიზანი. 10, 15, 20 წელია ტურნირის მოგებაზე საუბრობენ, თუმცა ამას ვერ მივაღწიეთ. გარეტ საუთგეიტის ხელმძღვანელობით პროგრესი განვიცადეთ. ახლა შეგვიძლია ისეთ გუნდებს გავუწიოთ კონკურენცია როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია საფრანგეთი. მაგრამ ყველაზე მთავარია ეს შევძლოთ დიდ ტურნირებზე." - განუცხადა Daily Mail-ს ჰარი კეინმა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში ინგლისმა ბულგარეთი 4:0 დაამარცხა, ჰაი კეინმა კი ჰეთთრიკი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ინგლისი ცხრა ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.

0.131069