სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

23:32 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა „ფერარი“ მონცას პოულზე აიყვანა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

შარლ ლეკლერმა იტალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და „ფერარის“ საშინაო რბოლის პოულ პოზიცია მოუპოვა. კვალიფიკაცია ისე დასრულდა, რომ მრბოლებმა ბოლო სწრაფ წრეზე გასვლა ვერ მოასწრეს. ამან კი სწორედ ლეკლერი ახეირა.

ასეა თუ ისე, 21 წლის მონაკოელმა უკვე მეოთხედ შეძლო საკვალიფიკაციო რბოლის მოგება. მასთან 0.039 და 0.047 წამი წააგეს „მერსედესის“ პილოტებმა, ლუის ჰამილტონმა და ვალტერი ბოტასმა, ფეტელი კი 0.150-წამიანი ჩამორჩენით, მეოთხე შედეგს დასჯერდა.

რბოლის მესამე ნაწილში, მოსახვევ პარაბოლიკაში ავარია მოუვიდა კიმი რაიკონენს, რომელმაც შარშანდელი რბოლა „ფერარის“ მანქანით პოულიდან დაიწყო. ამის გამო, რბოლა 11 წუთით შეწყდა. წამზომის ჩართვის შემდეგ, პილოტების უმეტესობა ტრასას იმ გათვლით დაუბრუნდა, რომ წითელი შუქის ანთებამდე მოესწრო სწრაფ წრეზე გასვლა. ამასთან, ისინი ისე არჩევდნენ პოზიციას, რომ სწრაფ წრეზე, წინ სხვა პილოტი (უმჯობესია თანაგუნდელი) ჰყოლოდათ.

9 მრბოლმა ერთი წრე, პოზიციურ „ბრძოლაში“ ნელი ტემპით გაიარა და მოხდა ისე, რომ მწვანე შუქს მხოლოდ კარლოს საინსმა და ლეკლერმა მიუსწრეს, დანარჩენებს კი სტარტ-ფინიშის ტაბლოზე წითელი შუქი შეეგება, რაც რბოლის დასასრულს ნიშნავდა. ლეკლერს ეს წრე აღარც დაუსრულებია.

სხვათა შორის, ნარბოლევს ფეტელს უკმაყოფილებისთვის სულ სხვა მიზეზი ჰქონდა: ის ამბობს, რომ კვალიფიკაციის მესამე ნაწილის დასაწყისში, ლეკლერს სლიპ სტრიმისთვის წინ გაჰყვა და მეორე ცდაზე, მისგანაც იგივეს ელოდა. მაგრამ მონაკოელმა ხურდა არ დაუბრუნა. მონცაზე კი კვალიფიკაციისას სლიპ სტრიმს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს...

იტალიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

Q3

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:19.307
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:19.346
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:19.354
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:19.457
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:19.839
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:20.049
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:20.455
  8. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) დროის გარეშე
  9. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) დროის გარეშე
  10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) დროის გარეშე

Q2

  1. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:20.517
  2. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:20.615
  3. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:20.630
  4. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.068
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:21.125

Q1

  1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:20.784
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:21.291
  3. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:21.800
  4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:22.356
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.097177
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X