ფეხბურთი

22:44 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდეშმა "სპორტინგი" შესაძლოა იანვარში დატოვოს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა შესაძლოა კლუბი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას O Jogo ავრცელებს. ფეხბურთელის გადაბირებით ზაფხულში მადრიდის "რეალი", პსჟ და სხვა ევროპული გრამდები იყვნენ.

ბრუნუ "ბოავიშტას" აკადემიის აღზრდილია და კლუბი 2012 წელს დატოვა და "ნოვარაში" გადავიდა. იტალიაში ფეხბურთელს კარიერა აეწყო და 2016 წელს ფერნანდეში "უდინეზედან" "სამპდორიაში" გადავიდა. გენუური გუნდის მაისურით პორტუგალიელმა 35 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და 2017 წელს "სპორტინგში" გადაბარგდა.

"სპორტინგში" გადასვლის შემდეგ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 12-დან 55 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ბრუნუმ 114 მატჩში 50 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლისაბონურ გუნდში გადასვლის პერიოდში კი ფერნანდეში ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და პორტუგალიის ღირსება 13 მატჩში დაიცვა.

0.140576