ჭიდაობა

21:37 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ყაზახეთის დედაქალაქი ნურსულთანი მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის (14-22 სექტემბერი) ემზადება. მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის იქნება საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც. წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე პირველები გავლენ ბერძენ-რომაელები, შემდეგ ქალთა ასპარეზობები ჩატარდება, ბოლოს კი ასპარეზი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ ნურსულთანში წამსვლელთა სია გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ათივე - 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97, 130 წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მათ შორის ორმაგი დატვირთვა ექნება 60, 67, 77, 87, 97, 130 კგ. წონებს, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურები გათამაშდება. ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია თითოეულ წონაში ექვს საუკეთესოს შორის მოხვედრა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები:

55 კგ.

ნუგზარ წურწუმია
60 კგ.

დავით ჩხარტიშვილი

63 კგ.

ლევან ქავჟარაძე
67 კგ.

შმაგი ბოლქვაძე
72 კგ.

იური ლომაძე
77 კგ.

გელა ბოლქვაძე
82 კგ.

ლაშა გობაძე
87 კგ.

გურამ ხეცურიანი
97 კგ.

გიორგი მელია
130 კგ.

იაკობ ქაჯაია

geonoc.org.ge

0.122583