ფეხბურთი

21:12 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ პუიოლის დაბრუნება სურს

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის ყოფილი კაპიტანი, კარლეს პუიოლი, შესაძლოა, კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს.

„პუიოლთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, შევთანხმდებით. იმიტომ, რომ კარლესმა ბევრი რამ იცის ფეხბურთსა და კერძოდ „ბარსელონაზე.“ მინდა, ერთხელ და საბოლოოდ მოვაგვარო სპორტული დირექტორის პრობლემა.“ - ციტირებს ბარტომეუს სიტყვებს ესპანური Marca.

ეს თანამდებობა კლუბში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვადამდე შეუწყვიტეს კონტრაქტი ხოსეპ სეგურას, რომელიც ამ პოსტს ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10622