სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:20 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პიტერ შილტონი: „მარადონას ხელს არასოდეს ჩამოვართმევ, რადგან უწესობისთვის ბოდიში არ მოიხადა“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლეგენდარულ ინგლისელ მეკარეს, პიტერ შილტონს, 18 სექტემბერს 70 წელი შეუსრულდება. კაცი, რომლის კარიერაც ოთხი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა და თამაშს თავი 47 წლისამ დაანება, დიდად შეცვლილი არ არის. ხუჭუჭა შავი თმები გაჭაღარავებია, თორემ, დანარჩენი ისევ ისეთივე სიცოცხლით სავსეა.

მას ინგლისის ნაკრებში ყველაზე მეტჯერ, 125-ჯერ უთამაშია და კარიერაში 1000 მატჩზე მეტი (ზუსტად 1 249) ჩაუტარებია, რაც მსოფლიოში სულ რამდენიმე მოთამაშის ხვედრია.

მას მოუგია ინგლისის ჩემპიონობა, ორჯერ ჩემპიონთა თასი. უთამაშია სამ მსოფლიო ჩემპიონატზე. სწორედ მას გაუტანა 1986 წელს დიეგო მარადონამ „ღმერთის ხელით.“

ახლახან მან საინტერსო ვიდეო მოამზადა, სადაც ახალგაზრდებს მეკარის ხელოვნებას ასწავლის. ვიდეოს 'Shilton's Secrets' ჰქვია. თუ ვინმე იყიდის, ხომ კარგი. თუ არა და ინტერნეტში დავდებო - ამბობს.

„ყოველ დღე საწვრთნელ მინდოზე ყოფნა უკვე მიჭირს. ამას წინებზე მეუღლე სტეფს ვეუბნებოდი, არ მინდა, რომ მეთოდები, რომლებსაც 30 წლის განმავლობაში ვიყენებდი და ვხვეწდი, დაიკარგოს. მეთოდები, რომლებსაც დღეს მეკარეების მწვრთნელები იყენებენ განსხვავებულია. მე კი, საკუთარი საიდუმლოებები მაქვს.

ბევრს საერთოდ არ ესმის რა არის მეკარეობა. შემიძლია თანამედროვე მეკარეების ოსტატობა 15-20 პროცენტით გავაუმჯობესო.“ - უთხრა შილტონმა Daily Mail-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი კერპი გორდონ ბენქსი გახლდათ, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი. ლესტერში იზრდებოდა და ერთხელაც საწვრთნელ ბაზაზე წაიყვანეს, რათა საკუთარი თვალით ენახა, როგორ ვარჯიშობდა გენოსი ფილბერტ სტრიტზე.

„კარგა ხანს უბრალოდ გადმოვარდნილ ბურთებს ვაწვდიდი. მან მადლობა გადამიხადა. რა იცოდა მაშინ, რომ მალე მისი კონკურენტი გავხდებოდი. „ლესტერში“ 15 წლის ჩავირიცხე. 16-სას კი პირველ გუნდში მქონდა დებიუტი.“ - იხსენებს შილტონი.

პიტერს მართლაც შთამეჭდავი კარიერა გამოუვიდა. იყო ქვეყნის ჩემპიონი, ორჯერ ბრაიან კლაფის „ნოტინგეემ ფორესტთან“ ერთად ჩემპიონთა თასიც მოიგო. მაგრამ ის ყოველთვის რჩება ლესტერელ ბიჭუნად. „ლესტერის“ გულშემატკივრად.

როცა „ლესტრმა“ 2016 წელს პრემიერლიგა მოიგო, შილტონი ძალიან გახარებული იყო. ლეგენდარულ „ნოტინგემ ფორესტს“ ადარებდა ამბობდა: ძალიან გვანან ერთმანეთს გუნდური სულით. ასეთები არასოდეს ნებდებიანო.

პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე შილტონი 1982 წელს გაემგზავრა ესპანეთში და დღემდე დარწმუნებულია, რომ არა კევინ კიგანის და ტრევორ ბრუკინგის ტრავმები, ინგლისელები მუნდიალს მოიგებდნენ. რონ გრინვუდის ინგლისმა მაშინ ტურნირი მეორე ჯგუფირ ეტაპზე დაასრულა.

მერე კი იყო 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფიალი. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი: არგენტინა - ინგლისი.

შილტონი კაპიტანი გახლდათ და მისი თავდაჯერება პარტნიორებსაც გადასდებოდათ. „არ მიყვარს ამ ეპიზოდის გახსენება, - აგრძელებს შილტონი, - აღმაშფოთებელი მომენტი იყო. როცა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდეს, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, კარის ხაზი დროულად დავტოვე და მაღალ ბურთზე ავხტი, თუმცა მარადონამ ხელით შეაგდო. ყველამ დაინახა, რომ გოლი წესის დარღვევით გავიდა, მაგრამ არავინ არაფერი თქვა.

ხალხი ამბობს, სამაგიეროდ დიეგომ მეორე ისეთი ბურთი გაიტანა, მუნდიალების ისტორიაში საუკეთესოდ რომ ითვლებაო. მაგრამ პირველი, უსამართლო გოლის შემდეგ კონცენტრაცია დაკარგული გვქონდა და ამიტომაც გამოუვიდა არგენტინელს ყველაფერი.“

ხანდახან ორი კაცის: შილტონის და მარადონას შესაძლო შეხვედრაზეც საუბრობენ ხოლმე, მაგრამ: „მას შემდეგ მან ბევრი რამ თქვა, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია. რამდენიმეს დღედე მწარედ გვახსოვს ის დღე. მაგალითად, გარი ლინეკერისგან განსხვავებით, მე, პიტერ რიდი და ტერი ბატჩერი მარადონას ხელს არასოდეს ჩამოვართმევთ.

დიახ, ამ ეპიზოდმა მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარული გამხადა, მაგრამ ეს არ მომწონს. ამდენი წელიწადი გავიდა, დიეგოს ბევრჯერ შეეძლო ბოდიშის მოხდა, მაგრამ არ გააკეთა ეს.“ - დასძენს შილტონი.

გაისად 50 წელი სრულდება მისი ინგლისის ნაკრებში დებიუტიდან. ეს აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მოხდა.

შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე 1990-ში, ინგლისმა ნახევარფინალში წააგო გერმანიასთან პენალტების სერიაში. „გერმანელები საოცრად ურტყამდნენ თერთმეტმეტრიანებს“ - იტყვის შემდეგ შილტონი.

ეს მისი ბოლო მატჩი გახლდათ ეროვნულ გუნდში. კარიერა კი 47 წლისამ დაასრულა დაბალლიგელ „ლეიტონ ორიენტში.“

ახლა ის კოლჩესტერთან ახლოს ცხოვრობს მეორე ცოლთან, სტეფთან ერთად და Brexit-ის თავგამოდებული მომხრეა.

„ნამდვილი ბრიტანელი ვარ. წლეულს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისს მხურვალედ ვქომაგობდი. ახლა მოკრიკეტეებს ვუჭერ მხარს. პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა. აქ აუცილებელია საკუთარი აზრი გაგაჩნდეს და არ გრცხვენოდეს ნათქვამისა. ბევრი იდიოტი მაკრიტიკებს ტვიტერში, მაგრამ ცხოვრებამ სქელკანიანი გამხადა.“ - ამბობს შილტონი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113584
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X