ფეხბურთი

16:40 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრები აირჩია

კატალონიის „ბარსელონას“ ამომავალმა ვარსკვლავმა ანსუტ ფატიმ გადაწყვეტილება მიიღო და ესპანეთის ნაკრებში თამაში სურს.

Sport-ის ცნობით, 16 წლის შემტევმა უკვე საჯაროდ გამოთქვა სურვილი, რომ მომავალში „ფურია როხას“ ღირსება დაიცვას. ფატი გვინეა-ბისაუში დაიბადა, მაგრამ პორტუგალიაში გაიზარდა და სწორედ ლუზიტანელთა რიგებში გარჯას ურჩევნია ესპანეთის ნაკრების ღირსების დაცვა.

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატის „ბარსელონას“ რიგებში მიმდინარე სეზონში ჰქონდა დებიუტი და უკვე გოლის გატანაც მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11328