ფეხბურთი

16:05 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რომ დანიამ თავი უსაფრთხოდ არ იგრძნოს"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა დანიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 23 წლის ფეხბურთელის განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, რომ მეტოქემ თავი უსაფრთხოდ არ იგრძნოს.

„დანიის ნაკრები ყველამ ვიცით, რომ ძალიან მაღალი დონის გუნდია. წინა თამაში 1:5 წავაგეთ, მაგრამ იყო შეცდომები, რომელიც რომ არ დაგვეშვა, შეიძლებოდა სხვა ანგარიშის დაფიქსირება. ხვალ კი ვფიქრობ, შეტევის ხარისხი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც გვაქვს, არ უნდა დავდგეთ დაცვაში და უნდა შევუტიოთ, რადგან მეტოქემ იგრძნოს, რომ დაცულები არ არიან და საფრთხის შექმნა ჩვენც შეგვიძლია“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩი 8 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116812