ფეხბურთი

12:29 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი - ესპანელი გოლეადორი

სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებში ბოლო დროს მოედანს უგოლოდ პრაქტიკულად აღა ტოვებს. „ფურია როხას“ კაპიტანმა ბოლო 9 სანაკრებო შეხვედრაში 8 გოლის გატანა შეძლო.

ამჟამად კი მის აქტივში 21 გოლია ესპანეთის ნაკრების მაისურით და ძალიან ახლოსაა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მიჩელსა (22 გოლი) და ალფრედო დი სტეფანოს (23) გადაასწროს.

მაგრამ, კიდევ უფრო რეალური შანსი აქვს, რომ სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიანი მცველი გახდეს. არგენტინელმა დანიელ პასარელამ 1975-1986 წლებში „ალბისელესტეს“ მაისურით 22 გოლი გაიტანა და ეს მცველებს შორის საუკეთესო შედეგია. სერხიოს კი რეკორდამდე კინკილა გოლი აშორებს და ბოლოდროინდელ ტემპს თუ გავითვალისწინებთ, სულ მალე გახდება საუკეთესო შედეგის ავტორი.

ცნობისთვის, ესპანელმა „რეალსა“ და ეროვნულ ნაკრებში შესრულებული ბოლო 14 პენალტიდან ყველას გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111757