ფეხბურთი

12:01 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს NIKE-თან 162-მილიონევროიანი კონტრაქტი აკავშირებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს Nike-სთან 162-მილიონევროიანი კონტრაქტი აკავშირებს. Football Leaks-ზე დაყრდნობით გერმანული Der Spiegel-ი წერს, რომ პორტუგალიელსა და ამერიკულ კომპანიას შორის 10-წლიანი კონტრაქტი არსებობს, რომლის თანახმად რონალდუ წელიწადში 16.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გარდა ამისა, დამატებით 4 მილიონი ევრო, პრემიის სახით, გამარჯვების შემთხვევაში გადაეცემა. მაგალითად თუ „ოქროს ბურთს“ ან FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოიგებს.

წყაროს თანახმად, ხელშეკრულება 2016 წლის სექტემბერშია გაფორმებული და 2026 წლის შუა პერიოდამდე ძალაში იქნება. შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ სეზონში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სტატისტიკა
0.257037