ისტორია

9:59 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

7 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1968. დაიბადა კახაბერ ცხადაძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის ”დინამოს”, მოსკოვის ”დინამოსა” და ”სპარტაკის”, მაინის ფრანკფურტის ”აინტრახტის”, ”მანჩესტერ სიტის”, ვლადიკავკაზის ”სპარტაკ-ალანიას”, მახაჩყალის ”ანჟის” მცველი. იყო საქართველოს ნაკრებისა და თბილისის ”დინამოს” კაპიტანი. საქართველოს ორგზის ჩემპიონი (1990, 1991). გერმანიის ბუნდესლიგის პრიზიორი. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდის რიგებში. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 25 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. იყო თბილისის ”ლოკომოტივის” მოთამაშე-მწვრთნელი, წვრთნიდა თბილისის ”დინამოს”, ბოლნისის “სიონს”, ბაქოს "ინტერს", ალმათის "ქაირათს", საქართველოს 21-წლამდე და ეროვნულ ნაკრებებს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892. ჯეიმს კორბეტმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯონ სალივანი ოცდამეერთე რაუნდში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1915. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში უილიამ ჯონსტონმა მაკლუგინი 1:6, 6:0, 7:5, 10:8 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 35-ე ჩემპიონი გახდა.

1936. თბილისის ”დინამომ” საკავშირო ჩემპიონატების პირველ დივიზიონში (შემდგომში უმაღლესი ლიგა) პირველი მატჩი ჩაატარა. ჩვენმა ”დინამოელებმა” კიეველ თანაკლუბელებთან შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულეს. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს. თბილისის ”დინამოს” სტადიონზე სარეკონსტრუქციო თამაშები მიმდინარეობდა და ასპარეზობას მხოლოდ 10 ათასი მაყურებელი დაესწრო. ”დინამო”: დოროხოვი, შავგულიძე (ნიკოლაიშვილი), ჯორბენაძე, ანიკინი, ვ. ბერძენიშვილი, გაგუა, სომოვი, მ. ბერძენიშვილი, პაიჭაძე, ასლამაზოვი, პანინი.

1956. პროფესიულ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა პელემ. სულ “ფეხბურთის მეფის” ანგარიშზე 1363 მატჩში 1281 გატანილი გოლია, თავისი მეათასე ბურთი კი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუმ 1969 წლის 19 ნოემბერს გაიტანა.

1957. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ალთეა გიბსონმა ლუიზ ბროუ 6:3, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 71-ე ჩემპიონი გახდა.

1969. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მარგარეტ კორტმა ნენსი რიჩი 6:2, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 83-ე ჩემპიონი გახდა.

1973. შოტლანდიელმა ავტოპილოტმა ჯეკ სტიუარტმა ფორმულა1-ის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1991. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მონიკა სელეშმა მარტინა ნავრატილოვა 7:6, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 105-ე ჩემპიონი გახდა.

1994. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატების პირველი შესარჩევი მატჩი ჩაატარა. ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე მოლდოვასთან თამაშს 40 ათასი მაყურებელი დაესწრო, შეხვედრა კი სტუმრებმა 1:0 მოიგეს. საქართველო: ზოიძე, ნემსაძე, ცხადაძე, შელია, ყაველაშვილი, რ. არველაძე (რევიშვილი), ა. არველაძე, ჯამარაული, გურული (ინალიშვილი), ქინქლაძე, შ. არველაძე. ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

2002. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვეიცარიასთან, ბაზელში 1:4 წააგო. ქართველთაგან ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა. საქართველო: გვარამაძე, კობიაშვილი, შეყილაძე, კალაძე, საჯაია (რეხვიაშვილი, ყაველაშვილი), ცქიტიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, დემეტრაძე, ქინქლაძე (ბურდული), არველაძე. ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

2005. ეგვიპტეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ლაშა გუჯეჯინმა მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2005. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩში, საქართველომ მაკედონიას 73:60 მოუგო.

2007. 18 წლის ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა პატომ პირველი მატჩი ჩაატარა “მილანის” შემადგენლობაში და პირველი გოლიც გაიტანა. იმ დღეს “როსონერი” ამხანაგურ მატჩში კიევის “დინამოს” 2:2 დაუზავდა.

2008. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ამერიკელმა სერენა უილიამსმა სერბ ელენა იანკოვიჩს 6:4, 7:5 მოუგო და ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიოს კლასიფიკაციაში პირველი პოზიციაც დაიბრუნა.

2010. ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისში ისრაელს 0:0 დაუზავდა.

2010. ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული პირველობის შესარჩევ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა თბილისში, სომხეთთან 0:2 წააგო.

2013. სლოვენიაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელთან 68:72 დამარცხდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1726. ფრანსუა ანდრე ფილიდორი. ფრანგი კომპოზიტორი. ცნობილია, როგორც ჭადრაკში დაცვის ერთ-ერთი სისტემის გამომგონებელი. მოგვიანებით ამ სისტემას ”ფილიდორის დაცვა” ეწოდა.

1910. ჯონ ში. ამერიკელი მოციგურავე. 500 და 1500 მეტრზე ციგურებით რბენაში 1932 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1916. ნიკოლაი მოროზოვი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წვრთნიდა საბჭოტა კავშირის ნაკრებს და გუნდი ინგლისის მუნდიალის ნახევარფინალში გაიყვანა.

1926. ერიხ იუსკოვიაკი. 1950-იანი წლების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი, გაიტანა 4 გოლი.

1929. ბობი (რობერტ) ჯონსტონი. შოტლანდიის ნაკრების, “გლაზგო რეინჯერსისა” და “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის მონაწილე. შოტლანდიის ნაკრებში ჩაატარა 17 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. შოტლანდიის სამგზის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი.

1934. ხულიო აბადიე. 1950-60-იან წლებში ურუგვაის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. ურუგვაის რვაგზის ჩემპიონი. მონტევიდეოს “ნასიონალის” შემადგენლობაში 1966 წელს მოგებული აქვს ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. რამდენიმე სეზონი გაატარა იტალიის სერია А-შიც. გამოირჩეოდა მაღალი სისწრაფითა და კარგი დრიბლინგით.

1935. პედრო მანფრედინი. არგენტინელი ფორვარდი. გამოდიოდა არგენტინის ნაკრებში, “რასინგში” (1959), “რომაში” (1959-65), “ბრეშასა” (1965) და “ვენეციაში” (1965-74). 1959 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. 1961 წელს მოიპოვა ბაზრობათა თასი. 1963 წელს 19 გატანილი გოლით გახდა სერია А-ს საუკეთესო ბომბარდირი.

1942. ალან ოუკსი. 196-70-იან წლებში “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი. 1970 წელს მოიპოვა თასების თასი. ინგლისის ჩემპიონი და საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი. ორჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი. “სიტის” რეკორდსმენია კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (565).

1944. ბორა მილუტინოვიჩი. სერბი საფეხბურთო მწვრთნელი. ერთადერთი საფეხბურთო მწვრთნელია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე გაყვანილი ჰყავს 5 ნაკრები. ეს ნაკრებებია მექსიკა (1986), აშშ (1990), კოსტა-რიკა (1994), ნიგერია (1998) და ჩინეთი (2002). 2006-07 წლებში წვრთნიდა იამაიკას. 2009 წლიდან ერაყის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ფეხბურთელობისას იგი ამპლუით ფორვარდი გახლდათ და გამოდიოდა იუგოსლავიის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და მექსიკის კლუბებში. იუგოსლავიის ორგზის ჩემპიონი.

1945. პიტერ სტორი. 1960-70-იან წლებში ლონდონის “არსენალის” მცველი. 1971 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი და დაეუფლა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასს. 1970 წელს მოიპოვა “ბაზრობათა თასი”.

1952. დესმონდ ბრემნერი. შოტლანდიის ნაკრებისა და ბირმინგემის “ასტონ ვილას” ნახევარმცველი. ვილა პარკელებთან ერთად 1982 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი და ევროპის სუპერთასი. ინგლისის ჩემპიონი. ორჯერ ფლობდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს. მოპოვებული აქვს შოტლანდიის ლიგის თასიც.

1963. ერიკ დი მეკო. საფრანგეთის ნაკრებისა (1989-96) და “მარსელის” მცველი. 1993 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. საფრანგეთის ექვსგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი.

1965. ანდრეას ტომი. გერმანიის დემოკრატიული და ფედერაციული რესპუბლიკების ნაკრებთა ფორვარდი. გდრ-ია ნაკრებში ჩაატარა 51 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. გფრ-ის ნაკრების მაისური მოიზომა 10-ჯერ, გაიტანა 2 გოლი. ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გდრ-ის ხუთგზის, გფრ-ის ჩემპიონი. 1988 წელს დაასახელეს გდრ-ის საუკეთესო ფეხბურთელად და გახდა ამ ქვეყნის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. გლაზგოს “სელტიკის” შემადგენლობაში მოპოვებული აქვს შოტლანდიის ჩემპიონობა და საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1995 წელს თასების თასის მატჩში ნათამაშები აქვს ბათუმში, როდესაც “სელტიკმა” “დინამოს” 3:2 მოუგო, ტომმა კი ბათუმელებს გოლი გაუტანა.

1968. დაიბადა კახაბერ ცხადაძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის ”დინამოს”, მოსკოვის ”დინამოსა” და ”სპარტაკის”, მაინის ფრანკფურტის ”აინტრახტის”, ”მანჩესტერ სიტის”, ვლადიკავკაზის ”სპარტაკ-ალანიას”, მახაჩყალის ”ანჟის” მცველი. იყო საქართველოს ნაკრებისა და თბილისის ”დინამოს” კაპიტანი. საქართველოს ორგზის ჩემპიონი (1990, 1991). გერმანიის ბუნდესლიგის პრიზიორი. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდის რიგებში. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 25 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. იყო თბილისის ”ლოკომოტივის” მოთამაშე-მწვრთნელი, წვრთნიდა თბილისის ”დინამოს”, ბოლნისის “სიონს” და ბაქოს "ინტერს", ალმათის "ქაირათს", საქართველოს 21-წლამდე და ეროვნულ ნაკრებებს.

1968. მარსელ დესაი. საფრანგეთის ნაკრების, “ნანტის,” ”მარსელის,” “მილანის,” ”ჩელსის,” “ალ-გაფარის” და “ყატარის” მცველი. მსოფლიოსა (1998) და ევროპის (2000) ჩემპიონი. ფიფას კონფედერაციათა თასის მფლობელი (2001, 2003). საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 116 მატჩი (მეორე შედეგი სამფეროვანთა ეროვნულ გუნდში), გაიტანა 3 გოლი. დესაიმ “მარსელის” შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში (1992-1993) და ჩემპიონთა ლიგაში (1992-1993) გაიმარჯვა. “მილანის” რიგებში მან 1993-1994 წლებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი (1993-1994, 1995-1996) და უეფას სუპერთასი (1994). “ჩელსის” მაისურით დაისაკუთრა უეფას სუპერთასი (1998), ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (1999-2000) და სუპერთასი (2000). 20004-2005 წლების სეზონში იგი ყატარის ჩემპიონი გახდა.

1969. ბილი (უილიამ) დოდსი. 1996-2001 წლებში შოტლანდიის ნაკრების ფორვარდი. სკოტთა ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. შოტლანდიის ჩემპიონი. ორ-ორჯერ მოიპოვა შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასები.

1971. შეინ მოზლი. ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონობა მოპოვებული აქვს სამ წონით კატეგორიაში. ამჟამად WBA ასოციაციის ეგიდით პლანეტის ჩემპიონია საშუალო წონაში. პროფესიულ რინგზე ჩაატარა 52 ორთაბრძოლა, რომელთაგან 46 მოიგო (39 ნოკაუტით).

1974. შტეფან ანშო. შვეიცარიის ნაკრების, “ქსამაქსის”, “ჰამბურგის”, “ბლექბერნის”, “ლივერპულის” (1999-2005), “სელტიკის”, “უიგანის” მცველი. შვეიცარიის ნაკრებში ჩაატარა 72 მატჩი. “ლივერპულის” შემადგენლობაში მოგებული აქვს უეფას თასი, ევროპისა და ინგლისის სუპერთასები, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასები.

1974. ანტონიო მაკდაიესი. ამერიკელი კალათბურთელი. ამპლუით მძიმე ფორვარდი (206 სმ). სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2001 წელს ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1980. გაბრიელ მილიტო. არგენტინის ნაკრების, “ინდეპენდიენტეს” (1997-2003), “სარაგოსას” (2003-07), “ბარსელონას” (2007 წლიდან) მცველი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მონაწილე. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 32 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. “სარაგოსას” რიგებში 2004 წელს მოიგო ესპანეთის სამეფო თასი და ქვეყნის სუპერთასი. ტრავმის გამო 2008-09 წლების სეზონი პრაქტიკულად არ უთამაშია.

1980. ემრე ბელოზოღლუ. თურქეთის ნაკრების, “გალათასარაის” (1996-2001), მილანის “ინტერის” (2001-05), “ნიუკასლისა” (2005-08) და “ფენერბახჩეს” (2008 წლიდან) ნახევარმცველი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. თურქეთის ნაკრებში ჩაატარა 62 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 2000 წელს მოიპოვა უეფას თასი და ევროპის სუპერთასი. თურქეთის მრავალგზის ჩემპიონი. 2005 წელს დაეუფლა იტალიის თასს.

0.103514