ფეხბურთი

22:00 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" რაკიტიჩის დამატებას იანვარში შეეცდება

ტურინის "იუვენტუსი" ხორვატიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის დამატებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.

ხორვატი მოთამაშის შეძენა იტალიელებს ზაფხულში ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ესპანელებთან მოლაპარაკება ჩაიშალა. როგორც ცნობილია, "იუვენტუსში" გადასვლის სურვილი თავად ფეხბურთელს უნდოდა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 54 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112887