ფეხბურთი

21:04 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ერიკსენით დაინტერესდა

დანიის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, იტალიელებს სურთ "მამლების" ფეხბურთელი 2020 წელს კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ.

ერიკსენით მიმდინარე წლის ზაფხულში მადრიდის "რეალი" იყო დაინტერესებული, თუმცა ესპანელებმა დანიელის ტრანსფერი გადაიფიქრეს. მიმდინარე სეზონში კრისტიანმა ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110721