ფეხბურთი

20:36 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: "ნეიმარის პრობლემის გადაწყვეტა არ შემიძლია"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ განაცხადა, რომ ნეიმარის გარშემო შექმნილი სიტუაცია ძალიან აწუხებს, თუმცა მისი მოგვარება არ შეუძლია. ბრაზილიელმა სპეციალისტმა ნეიმარი ნაკრებში გამოიძახა, თუმცა უცნობია კოლუმბიასთან ამხანაგურ შეხვედრაში პსჟ-ს შემტევი მონაწილეობას მიიღებს თუ არა.

"დიახ, ნეიმარის უთამაშებლობა მაღელვებს და ვიმედოვნებ ეს პრობლემა გადაწყდება. მე ნეიმარის პრობლემებს ვერ მოვაგვარებ, რაც შემიძლია ისაა, რომ იმედს დავიტოვებ. ამ ეტაპზე სხვა არაფერი შემიძლია." - განაცხადა ტიტემ პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ნეიმარის ტრანსფერი სხვა კლუბში ჩაიშალა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაიწყებს ფეხბურთელი პსჟ-ს რიგებში თამაშს. გასულ სეზონში ნეიმარმა 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.123292