ფეხბურთი

13:24 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარის ოფიციალური დებიუტი „რეალში“ 14 სექტემბერს შედგება

მადრიდის „რეალის“ ახალწვეული, ედენ აზარი, სანაკრებო პაუზის შემდეგ მზად იქნება სათამაშოდ. 28 წლის შუახაზელის დებიუტი „სამეფო კლუბის“ ოფიციალურ მატჩებში პრიმერას მე-4 ტურში, 14 სექტემბერს შედგება „ლევანტეს“ წინააღმდეგ - წერს ესპანური AS.

აზარმა ბელგიის ნაკრების საწვრთნელი ბაზა დატოვა. მას ჯერაც აწუხებს კუნთის ტრავმა, რომელიც 16 აგვისტოს მიიღო ვარჯიშიზე. ნაკრების ექიმებმა რამდენიმე სამედიცინო ტესტი ჩაუტარეს და გადაწყვიტეს შესარჩევი მატჩებისგან გაეთავისუფლებინათ.

ბელგიის ეროვნული გუნდი, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო შეხვედრებში, დღეს, 6 აგვისტოს, სან მარინოს დაუპირისპირდება, 9 სექტემბერს კი შოტლანდიას.

0.154399