ქართველი ლეგიონერები

12:10 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

არსენაშვილის 5 გოლი ბენფიკას

საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ერეკლე არსენაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატის მეორე ტურში, ლისაბონში, 5 გოლი გაუტანა ბენფიკას, თუმცა, მისი გუნდი, ბრაგა, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან 22-29 დამარცხდა.

არსენაშვილი გუნდში ხაზის ძირითადი მოთამაშეა. ბენფიკასთან მისი ოპონენტი იყო ბოლო ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული დანიის ნაკრებში, 35 წლის რენე ტოფტ-ჰანსენი, რომელმაც 1 გოლი გაიტანა. ქართველმა 7 დარტყმიდან 5 გოლი შეაგდო: სამი 6 მეტრიდან და ორიც - სწრაფ გარღვევაში.

პორველ ტურში ბრაგა ფრედ, 28-28 ეთმაშა ბელენენსეშს, მესამე ტურის მატჩს კი 7 სექტემბერს გამართავს შინ, გაიას, წინააღმდეგ.

ხელბურთი. პორტუგალიის ჩემპიონატი. ანდებოლ 1. 2 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1.სპორტინგი 6 ქულა, 2. პორტუ 6, 3. ბენფიკა 6, 4. ბელენენსეში 5, 5. გაია 4, 6. ბოავიშტა 4, 7. მადეირა 4, 8. ჰორტა 3 (1 თამაშიდან), 9. ბრაგა 3, 10. მაია-ისმაი 2, 11. ვიტორია 2, 12. ავანკა 1(1), 13. აგუაშ სანტაში 1 (1), 14. ბოა ჰორა 1 (1)

0.156775