ფეხბურთი

23:22 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მბაპეს გადაბირებას 2020 წელს შეეცდება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს. როგორც Sport-ი იუწყება, კლუბები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყებენ.

კილიანი პსჟ-ში 2017 წელს "მონაკოდან" გადავიდა. გასულ სეზონში მბაპე ლიგა 1-ის ჩემპიონი და ბომბარდირი გახდა, ასევე გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. პარიზულ გუნდში გადასვლის შემდეგ ფრანგმა 91 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 62 გოლი და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ბოლო სამი წლის განმავლობაში 200 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სტატისტიკა
0.370688