ფეხბურთი

21:29 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიო კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს

იტალიელი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო "მონაკოს" ტავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. როგორც Sport Mediaset-ი იუწყება, ფეხბურთელი კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, გახანგრძლივების პერსპექტივით.

მარკიზიო გასულ სეზონში "ზენიტში" თამაშობდა, მანამდე კი 12 წლის განმავლობაში ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა. იტალიური კლუბის მაისურით ნახევარმცველმა 389 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 37 გოლი და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლაუდიო იტალიის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11937