ფეხბურთი

17:20 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ლოგო წარადგინეს

ფიფამ 2022 წლის ყატარული მსოფლიო ჩემპიონატის ლოგოტიპი ოფიციალურად წარადგინა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი რვიანია გარკვეული ორნამენტებით. მაგრამ ორგანზატორები ამტკიცებენ, რომ ყოველ დეტალს თავისი დანიშნულება და აზრი აქვს.

მაგალთად, ხაზები ქვიშის დიუნების (ქარის მიერ დაგროვილი ქვიშის ბორცვი) გამომხატველია. ერთიანი „ყულფი“ კი იმ რვა სტადიონის სიმბოლო, რომლებზედაც მუნდიალის მატჩები გაიმართება.

ამ „ყულფის“ შექმნისას, დიზაინერებმა კუფიას (სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტრადიციული თავსაბურავი) იდეა გამოიყენეს.

ლოგოზე ასევე გვხვდება არაბული კალიგრაფიის ნიმუშებიც.

თეგებიყატარი 2022
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115118