ფეხბურთი

12:20 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუდგინეს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, გარეთ ბეილი, პრიმერას მე-4 ტურის მატჩს გამოტოვებს „ლევანტესთან,“ რადგან წინა ტურში, „ვილიარეალთან“ შეხვედრაში (2:2) გააძევეს.

იმ მატჩში ბეილმა დუბლი გაიფორმა, თუმცა დამატებულ წუთებზე ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი და მინდვრის დატოვება მოუხდა. „რეალმა“ აპელაცია შეიტანა ფრდერაციაში არბიტრის გადაწყვეტილების გამო, მაგრამ არ დაუკმაყოფილეს.

ასევე, კლუბი ჯარიმად 350, ხოლო თავად ბეილი 600 ევროს გადაიხდიან.

მიმდინარე სეზონში უელსელმა „სამეფო კლუბის“ მაისურით სამი მატჩი ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115327