ფეხბურთი

10:22 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში ბრუნდება

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, ბრაზილიის ნაკრებში ითამაშებს 7 სექტემბერს, კოლუმბიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. ის შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს - გვამცნობს Globo Esporte.

მიმდინარე სეზონში 27 წლის შემტევს ჯერ არცერთ მატჩში უთამაშია პსჟ-ის მაისურით. ტრავმა უკვე მოიშუშა. თუმცა ფიქრობენ, რომ მოედანზე ის სხვა მიზეზის გამო არ გამოჩენილა. „ბარსელონაში“ გადასვლას ელოდებოდა, თუმცა კლუბებმა მისი ტრანსფერის შესახებ ვერ მოილაპარაკეს.

0.139104