ისტორია

9:48 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

5 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951. დაიბადა პაულ ბრაიტნერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, მიუნხენის ”ბაიერნის” (1970-74, 1978-83), მადრიდის “რეალის” (1974-78), ბრაუნშვაიგის “აინტრახტის” (1977-78) ფეხბურთელი. ამპლუით მცველი-ნახევარმცველი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1972 წლის ევროპის ჩემპიონი. 1982 წლის მუნდიალის ფინალისტი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის ფინალებში მოახერხა გოლი გატანა. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ჩემპიონთა თასის მფლობელი (1974) და გერმანიის მრავალგზის ჩემპიონი (1972, 1973, 1974, 1980, 1981). 1975 წელს მოიპოვა ესპანეთის თასი. 1982 წელს დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1908. აშშ-ში პროფესიონალ ბეისბოლისტთა ეროვნული ასოციაცია დაარსდა.

1915. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში უილიამ ჯონსტონმა მაკლუგინი 1:6, 6:0, 7:5, 10:8 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 35-ე ჩემპიონი გახდა.

1916. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში უილიამსმა ჯონსტონი 4:6, 6:4, 0:6, 6:2, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 36-ე ჩემპიონი გახდა.

1922. დევისის თასის მეჩვიდმეტე გათამაშების ფინალში აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიისა და აზიის გაერთიანებულ ნაკრებს 4:1 მოუგო. მატჩი ნიუ იორკში ჩატარდა.

1931. გლაზგოს “აიბროქსზე” “სელტიკისა” და “რეინჯერსის” დაპირისპირების დროს სელტიკელთა 22 წლის მეკარე ჯონ ტომპსონი ფეხებში ჩაუვარდა რეინჯესელ ფორვარდს სემ ინგლიშს და შეტაკება იმდენად დიდი გამოდგა, გოლკიპერმა თავის ქალის საბედისწერო ტრავმა მიიღო. ტომპსონი რამდენიმე საათში “ვიქტორიას” ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

1939. დევისის თასის 34-ე გათამაშების ფინალში ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი ჰავერფორდში ჩატარდა.

1943. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში პაულინ ბეცმა ლუიზ ბროუ 6:3, 5:7, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 57-ე ჩემპიონი გახდა.

1949. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მარგარეტ დიუპონმა დორის ჰარტი 6:4, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 63-ე ჩემპიონი გახდა.

1950. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მარგარეტ დიუპონმა დორის ჰარტი 6:3, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 64-ე ჩემპიონი გახდა.

1960. ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ კასიუს კლეიმ (მუჰამედ ალი) რომის ოლიმპიადის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1965. თბილისის ”დინამომ” შვედეთში ტურნეს მსვლელობისას გეტებორგის ნაკრებს 3:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები ვლადიმერ ბარქაიამ, ალექსანდრე ილიადიმ და შოთა იამანიძემ გაიტანეს. ”დინამო”: ურუშაძე, ბორის სიჭინავა, ჭელიძე, რეხვიაშვილი, ცხოვრებოვი, ხართიშვილი, ილიადი, დათუნაშვილი, ბარქაია, იამანიძე, მაისურაძე. გუნდს გავრიილ კაჩალინი წვრთნიდა.

1968. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ვირჯინია უეიდმა ბილი ჯინ კინგი 6:4, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 82-ე ჩემპიონი გახდა.

1968. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში არტურ ეშმა ტომ ოკერი 14:12, 5:7, 6:3, 3:6, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 88-ე ჩემპიონი გახდა.

1972. მიუნხენში ოლიმპიადის მსვლელობისას პალესტინელმა ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს, რასაც 11 ებრაელი სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის იყო ისრაელის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ტერაქტის გამო რამდენიმე დღით მიუნხენის ოლიმპიური თამაშები შეწყდა.

1975. ჩეხოსლოვაკიელმა ჩოგბურთელმა მარტინა ნავრატილოვამ პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ს სთხოვა.

1987. საჩოგბურთო მატჩის მსვლელობისას უწმაწური გამოთქმის ხმარებისთვის ჯონ მაკინროი 17 500 დოლარით დააჯარიმეს.

1994. ჩინელმა მოცურავე ჟინ ლიმ 100 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (54.01).

1997. საბერძნეთის დედაქალაქ ათენს 2004 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება დართეს.

1998. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ალბანეთს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი არჩილ არველაძემ გაიტანა. შეხვედრა თბილისში ჩატარდა. საქართველო: გვარამაძე, კალაძე, ცქიტიშვილი, სილაგაძე (კიკნაძე), წერეთელი, კობიაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია (ზაზა ჯანაშია), ქინქლაძე, იაშვილი (არჩილ არველაძე). ნაკრებს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა.

2001. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლიტვას 2:0 მოუგო. ორივე გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. შეხვედრა თბილისში ჩატარდა. საქართველო: გვარამაძე, კობიაშვილი, ხიზანიშვილი, საჯაია, კალაძე, ცქიტიშვილი, ნემსაძე, ალექსიძე (ბურდული), იაშვილი (შოთა არველაძე), ქინქლაძე, ყაველაშვილი (დემეტრაძე). ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

2004. ჰოკეიში მსოფლიოს თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება რუსეთმა, აშშ-მ, სლოვაკეთმა და კანადამ მოიპოვეს.

2005. გუუს ჰიდინკის მიერ გაწვრთნილმა ავსტრალიამ სოლომონის კუნძულების ნაკრები 26:1 დაამარცხა და გერმანიის 2006 წლის მუნდიალზე გასასვლელად ფლეი-ოფში სამხრეთ ამერიკულ ურუგვაისთან თამაშის უფლება მოიპოვა. მოგვიანებით, ”მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლებმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთა ძლევა მოახერხეს და ოცდათორმეტწლიანი პაუზის შემდეგ მუნდიალზე ასპარეზობის უფლება დაიმსახურეს.

2009. ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის B დივიზიონის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მოგილიოვში ბელარუსი 89:75 დაამარცხა.

2009. საქართველო-იტალია 0:2. მსოფლიოს შესარჩევი. კალაძის 2 ავტოგოლი.

2011. ლიტვაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 69:79 დამარცხდა. შეხვედრა კლაიპედაში ჩატარდა. საქართველომ, უკრაინამ და ბულგარეთმა 7 ქულა დააგროვეს (2 მოგება, 3 წაგება), ურთიერთშეხვედრათა უკეთესი ბალანსის გამო მომდევნო ეტაპზე (ევროპის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის) საქართველო გავიდა.

2012. ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩშისაქართველოსნაკრებითბილისშიბოსნიასთან103:107 დამარცხდა.

2013. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ჯგუფი. ცელიე (სლოვენია). მე-2 ტური. 1800 მაყურებელი

ხორვატიასაქართველო 77:76 (17:15, 18:19, 15:18, 27:24)

ხორვატია: ტომიჩი (21 . 7 . 7 .), ბოგდანოვიჩი (35 . 15 .), უკიჩი (25 . 6 . 3 .), სიმონი (38 . 9 . 6.),მარკოტა (24 . 10 . 3 .); ანდრიჩი (4 .), დრეიპერი (19 . 16 . 4 . 3 .), სარიჩი (16 . 12 .), ზორიჩი (16 . 2 . 3.), დელასი (3 .).

მწვრთნელი: იასმინ რეპეშა.

საქართველო: ცინცაძე (36 . 25 . 3 . 5 .), შერმადინი (34 . 10 . 9 .), მარკოიშვილი (34 . 4 .), ფაცაცია(9.),სანიკიძე (33 . 15 . 7 .); ბურჯანაძე (9 . 2 .), ჰიკმანი (27 . 20 . 3 .), ლეჟავა (10 .), ცქიტიშვილი (3 .),

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

მსაჯები: ბორის რიჟიკი (უკრაინა), ოლეგს ლატისევსი (ლატვია), ალეკსანდარ მილოევიჩი (მაკედონია).

ამ დღეს დაიბადნენ

1935. ალფრედ შმიდტი. გერმანიის ფედერაციული ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი. გერმანიის ნაკრებში გამოდიოდა 1957-64 წლებში. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მონაწილე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 25 მატჩი. დორტმუნდელთა რიგებში გამოსვლისას 1965 წელს მოიპოვა გერმანიის თასი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 276 მატჩი, გაიტანა 67 გოლი. მოგვიანებით გახდა მწვრთნელი და ოფენბახის “კიკერს” 1971 წელს გერმანიის თასი მოაგებინა. ამჟამად დორტმუნდის “ბორუსიას” პრეს-სამსახურის თანამშრომელია.

1951. პაულ ბრაიტნერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, მიუნხენის ”ბაიერნის” (1970-74, 1978-83), მადრიდის “რეალის” (1974-78), ბრაუნშვაიგის “აინტრახტის” (1977-78) ფეხბურთელი. ამპლუით მცველი-ნახევარმცველი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1972 წლის ევროპის ჩემპიონი. 1982 წლის მუნდიალის ფინალისტი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის ფინალებში მოახერხა გოლი გატანა. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ჩემპიონთა თასის მფლობელი (1974) და გერმანიის მრავალგზის ჩემპიონი (1972, 1973, 1974, 1980, 1981). 1975 წელს მოიპოვა ესპანეთის თასი. 1982 წელს დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1961. აბდულ რაზაკი. განის ნაკრების ფეხბურთელი. 17 წლისა გახდა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი (1978). 1978 წელს მოიპოვა აფრიკის ეროვნებათა თასი. იმავე წელს გახდა განის საუკეთესო ფეხბურთელი. გამოდიოდა ეგვიპტურ კლუბებშიც და 1983, 1985 წლებში დაასახელეს ამ ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ.

1962. არსენ ფაძაევი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფალავანი. 1988 და 1992 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი. ევროპის მრავალგზის ჩემპიონი. მოგებული აქვს მსოფლიოს თასი და გრან-პრის ტურნირები.

1967. მათიას ზამერი. გერმანიის დემოკრატიული და ფედერაციული რესპუბლიკების ნაკრებებისა და დორტმუნდის ”ბორუსიას” ფეხბურთელი. 1996 წლის ევროპის ჩემპიონი. ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გდრ-ის გუნდში ჩაატარა 23 (6 გოლი) მატჩი, ხოლო გფრ-ის ეროვნილ ნაკრებში 51 (8 გოლი) შეხვედრა. 1997 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასები. გფრ-ის სამგზის ჩემპიონი. ამჟამად გერმანიის საფეხბურთო კავშირში ჭაბუკთა და ახალგარზდულ ნაკრებებს კურირებს.

1969. ლეონარდო. ბრაზილიის ნაკრებისა და ”მილანის” ფეხბურთელი. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1997 წლის “კოპა ამერიკის” გამარჯვებული. 1997 წლის კონფედერაციათა თასის გათამაშების გამარჯვებული. 1998 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. ”მილანის” რიგებში მოგებული აქვს იტალიის ჩემპიონობა და თასი.

1970. ლორი ჰარიგანი. ამერიკელი სოფტბოლისტი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1974. სვეტლანა ნოვიკოვა. რუსი სამთომოთხილამურე. 1996 წელს მოიგო ევროპის თასი.

1980. ჩისკო მუნიოსი. თბილისის “დინამოს” ესპანელი ფორვარდი. მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა და თასი.

1983. გიორგი მარკოიშვილი. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე. ამპლუით ფორვარდი (202 სმ).

0.106922