ფეხბურთი

16:27 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ სარეკორდო შემოსავლის შესახებ განაცხადა

მიუნხენის „ბაირნმა“ გასული სეზონის შეფასებით, სარეკორდო შემოსავალი მიიღო. 2018-19 წლების სეზონში კლუბის საერთო კაპიტალბრუნვამ 750,5 მილიონი ევრო შეადგინა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

Bild-ის ინფორმაციით, ასეთ შედეგებს მიუნხენურმა კლუბმა სპონსორების გადარიცხვებიდან, ტელეტრანსლაციების გაყიდვიდან და შინაური არენიდან მიღებული შემოსავლებით მიაღწია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კლუბის „სუფთა“ მოგებამ 52,5 მილიონი ევრო შეადგინა. საინტერესოა, რომ წინა წელთან შედარებით, სარგებელი 78 პროცენტით გაიზარდა.

გასულ სეზონში „ბაიერნი“ ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133981