კალათბურთი

15:53 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ს ახალი პრეზიდენტი ჰამანე ნიანგია

ფიბა-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. იგი გახლავთ აფრიკული სახელმწიფო მალის სპორტის ყოფილი მინისტრი ჰამანე ნიანგი. ნიანგი ფიბა-ს მმართველად ამ ორგანიზაციის მორიგი კონგრესის დროს, ჩინეთში აირჩიეს. 2014-2019 წლებში ის FIBA-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო და პარალელურად სათავეში ედგა FIBA-აფრიკას.

ფიბა-ს პრეზიდენტის პოსტზე მან შეცვალა ორასიო მურატორე. ნიანგი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. FIBA-ში მოქმედებს ხელმძღვანელის კონტინენტური დანიშვნის პრინციპი. 2019 წელს ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი აუცილებლად უნდა გამხდარიყო აფრიკის წარმომადგენელი.

FIBA-ს აღმასკომში შევიდნენ მადაგასკარის, კანადის, პარაგვაის, ვირჯინიის კუნძულების, იაპონიის, ინდონეზიის, რუმინეთის, საფრანგეთის, ფინეთის, საბერძნეთის, პაპუა ახალი გვინეის და ავსტრალიის წარმომადგენლები.

FIBA-ს ახალი პრეზიდენტი ჩინეთში 31 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას დაესწრო და აუცილებლად იქნება ტურნირის ფინალზე, სადაც გამარჯვებული გუნდის კაპიტანს ჩემპიონის თასს გადასცემს.

http://gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116191