ფეხბურთი

14:20 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ რაკიტიჩის ყიდვას ზამთარში შეეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (2 სექტემბერი) ცდილობდა „ბარსელონას“ ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შეძენას, მაგრამ კატალონიელებს ვერ მოელაპარაკა. ამიტომ ხორვატის გადაბირებას ზამთარში შეეცდება - წერს TuttoSport.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 31 წლის შუახაზელი თავადაც გამოთქვამდა იტალიაში კარიერის გაგრძელების სურვილს. „იუვენტუსს“ მასთან პირადი კონტრაქტის პირობებიც ჰქონდა შეთანხმებული. მოლაპარაკებებიც კარგა ხანს მიმდინარეობდა. მაგრამ „ბარსელონას“ არ სურდა რაკიტიჩის ემრე ჯანში გაცვლა, „იუვე“ კი ფრედერიკო ბერნარდესკის გასაშვებად მზად არ აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა „ბარსელონას“ მაისურით მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა. კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა კი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

0.112636