ფეხბურთი

13:18 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს მიაჩნია, რომ „ბარსელონაში“ არგაშვებით, „პარი სენ-ჟერმენმა“ ის დასაჯა

პსჟ-ის თავდამსხმელი, ნეიმარი უკმაყოფილოა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონაში“ ვერ გადავიდა - წერს Sport.es. ბრაზილიელი ძალიან გულდაწყვეტილია პარიზული კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და დარწმუნებულია, რომ „ბარსელონაში“ არგაშვებით ის დასაჯეს.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ზაფხულის დასაწყისში, ნეიმარმა პარიზული კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. მისი გადაბირების მსურველები „ბარსელონა,“ მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“ იყვნენ. ყველაზე მეტად კატალონიელები აქტიურობდნენ. თუმცა, ტრანსფერზე ვერაფრით მოილაპარაკეს.

0.140508