ფეხბურთი

11:50 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: „ნეიმარმა ყველაფერი გააკეთა „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად“

ჟურნალისტებთან საუბარში „ბარსელონას“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ პსჟ-ის შემტევმა, ნეიმარმა, ყველაფერი გააკეთა კატალონიურ კლუბში დასაბრუნებლად, მაგრამ მაინც პარიზში მოუწია დარჩენა.

„ნეიმარს მაშინაც ვესაუბრებოდი, როცა „ბარსელონადან“ მიდიოდა. ეს ყველამ ვიცოდით და ვეუბნებოდით, რომ „პარი სენ-ჟერმენშიც“ ისეთივე წარმატებული იქნებოდა, როგორც „კამპ ნოუზე.“

ახლა მან ყველაფერი გააკეთა „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად. ხშირად ვსაუბრობთ და ვიცით, რომ ახლა ადვილი დროება არ უდგას.“ - ციტირებს სუარესის სიტყვებს ესპანური AS.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ზაფხულის დასაწყისში, ბრაზილიელმა პსჟ-დან წასვლის სურვილი გამოთქვა. მისით „ბარსელონა,“ მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“ დაინტერესდნენ. ყველაზე აქტიური კატალონიური კლუბი იყო. მაგრამ, საბოლოოდ ტრანსფერზე ვერ მოილაპარაკეს და ნეიმარი პსჟ-ში დარჩა.

0.16512