ისტორია

9:46 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

4 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937. დაიბადა დონ ფრეზერი. ავსტრალიელი მოცურავე. 100 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მოგებული აქვს 1956, 1960 და 1964 წლების ოლიმპიური თამაშები.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი ”ვეენდამი”.

1919. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში უილიამ ჯონსტონმა უილიამ ტილდენი 6:4, 6:4, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 39-ე ჩემპიონი გახდა.

1922. ლეგენდარულმა ფინელმა სტაიერმა პაავო ნურმიმ 2 ათას მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (5:26.3).

1937. ამერიკელი დორის კოპსკი ქალთა შორის ველოსპორტში პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1944. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ფრენკ პარკერმა უილიამ ტალბერტი 6:4, 3:6, 6:3, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 64-ე ჩემპიონი გახდა.

1951. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში სეჯმენმა სეიქსასი 6:4, 6:1, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 71-ე ჩემპიონი გახდა.

1955. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში საფეხბურთო ევროთასების პირველი შეხვედრა ჩატარდა. ადგილობრივმა “სპორტინგმა” ჩემპიონთა თასზე ბელგრადის “პარტიზანთან” 3:3 ითამაშა. ახალი ტურნირის პირველი გოლის ავტორი ჟუან მარტინშია, რომელმაც ბელგრადელთა კარი 14-ე წუთზე აიღო.

1972. ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მარკ სპიცი, მიუნხენის ოლიმპიადაზე ასპარეზობისას, პირველი სპორტსმენი შეიქნა, რომელმაც მეშვიდე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. ამ მიღწევის გაუმჯობესება ასევე ამერიკელმა მაიკლ ფელპსმა წელს, პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო. ფელპსმა, რომელიც საერთო ჯამში 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, წელს სხვადასხვა საცურაო დისციპლინაში ერთბაშად 8 ოქროს მედალი დაისაკუთრა.

1983. გრეგ ლემონდი პირველი ამერიკელი ველოსიპედისტი გახდა, რომელმაც საგზატკეცილო ველორბენაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1985. საბჭოთა მძლეოსანმა იგორ პაკლინმა იაპონიის ქალაქ კობეში მიმდინარე შეჯიბრებაზე სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2.41 მეტრი).

1993. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობაზე ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა გაიმართა. მატს ვილანდერი და მიკაელ პერკინსი ერთმანეთთან ურთიერთობას 4 საათსა და 2 წუთს არკვევდნენ. 5 სეტში საბოლოოდ გამარჯვება შვედმა ვილანდერმა მოიპოვა.

1995. იტალიური “პადოვას” ამერიკელმა ლეგიონერმა ალექს ლალასმა ერთ-ერთი ყველაზე “ლამაზი” ავტოგოლი მიითვალა. ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ მან მარცხენა ფეხით ბურთი საკუთარი კარის “ცხრიანში” გაახვია. ამის შემდეგ ლალასი შეტევებში ერთვებოდა და ორი საგოლე პასი გააკეთა, საბოლოოდ კი “პადოვამ” გასვლაზე 3:1 სძლია “ბრეშას”.

2004. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გერმანიის 2006 წლისმსოფლიოსჩემპიონატისშესარჩევმატჩშითურქეთის ნაკრებთან 1:1 ითამაშა. მატჩის 85- წუთზექართველთაგან გოლიმალხაზასათიანმაგაიტანადა ანგარიში გაათანაბრა. საქართველო: დევაძე, კალაძე, ხიზანეიშვილი, ხიზანიშვილი,მჟავანაძე,ჯამარაული, კვირკველია, რეხვიაშვილი (ასათიანი), ცქიტიშვილი(ჯაკობია), . არველაძე,დემეტრაძე.ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა.

2004. პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ნიკარაგუელი ექსჩემპიონი რიკარდო მაიორგა მანაგუას საერთაშორისო აეროპორტში 20 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელებმა აიყვანეს.

2005. ფორმულა1-ის იტალიის გრან-პრი ხუან პაბლო მონტოიამ მოიგო. მეორეზე ფერნანდო ალონსო, მესამეზე კი ჯანკარლო ფიზიკელა გავიდნენ.

2005. ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ჩილეს 5:0 მოუგო და გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური გაინაღდა.

2006. აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა მოთამაშემ ანდრე აგასიმ.

2006. გვატემალაში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატში, 120 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა გიორგი ნიკურაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

2007. იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი ალესანდრო დელ პიერო საერთაშორისო პრემიის, Golden Foot-ის ლაურეატი გახდა. ეს ჯილდო, კომპანია World Champions Club-ის დაარსებულია და 28 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს, კარიერაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის გადაეცემა. მანამდე ეს პრიზი რობერტო ბაჯოს, პაველ ნედვედს, ანდრეი შევჩენკოს და რონალდოს გადაეცათ.

2008. პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლუშ კეირუში დაინიშნა.

2010. ფეხბურთში ევროპის 21 წლამდელთა პირველობისშესარჩევტურნირშისაქართველოსნაკრებმაგასვლაზე თურქეთი 1:0 დაამარცხა.

2011. ლიტვაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისჯგუფურიეტაპისმეოთხემატჩშისაქართველოს ნაკრებმა უკრაინას 69:53 მოუგო. შეხვედრა კლაიპედაშიჩატარდა. საქართველო:სასტარტო:ვლადიმერ ბოისა (17წთ, 1), ზაზა ფაჩულია (27წთ, 6, 6), გიორგიცინცაძე (24წთ, 14, 3, 3),მანუჩარმარკოიშვილი (33წთ, 14, 3, 5), ვიქტორ სანიკიძე (33წთ, 8, 12). შემცვლელები: გიორგი შერმადინი(13წთ, 4), გიორგი გამყრელიძე (10წთ), მარკუს ჰეინსი (17წთ, 7), თორნიკეშენგელია(18წთ, 12, 7),ნიკაცქიტიშვილი (7წთ, 3). გუნდს იგორ კოკოშკოვი წვრთნიდა.

2013. 2013 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. ცელიე (სლოვენია). 850მაყურებელისაქართველოპოლონეთი 84:67 (20:14, 19:8, 16:15, 29:30)საქართველო: ცინცაძე (34 . 11 . 3 . 7.), შერმადინი (29 . 13 . 9 .), მარკოიშვილი (32 . 18 . 3 . 3 .), ფაცაცია (13 . 4 .), სანიკიძე (31 . 23 . 6.);მეტრეველი (3 . 2 .), ფხაკაძე (3 .), სანაძე (1 .), ბურჯანაძე (6 . 2 . 3 .), ჰიკმანი (27 . 9 . 4 .), ლეჟავა(9. 3.), ცქიტიშვილი (10 . 3 .).

მწვრთნელი:იგორ კოკოშკოვი.

პოლონეთი: კელატი (18 . 2 . 4 .), ლამპე (25 . 10 . 5 .), ვაჩინსკი (18 . 3 .), გორტატი (28 . 12 . 8 . 4.),კოშარეკი (26 . 4 . 7 .); კარნოვსკი (7 . 9 .), შუბარგა (20 . 2 .), ჩილინსკი (6 .), ზამოისკი (11 . 10.),პონიტკა (26 . 7 . 7 .), იგნერსკი (16 . 8 . 5 .), ჰრიჩანიუკი (1 .).

მწვრთნელი: დირკ ბაუერმანი.

მსაჯები: მილივოე იოვჩიჩი (სერბეთი), ფერნანდო როჩა (პორტუგალია), კრის დოდსი (შოტლანდია).

ამ დღეს დაიბადნენ

1910. ანთალ საბო. გასული საუკუნის 30-იანი წლების უნგრეთის ნაკრების მეკარე. მსოფლიოს 1930 და 1934 წლების ჩემპიონატების მონაწილე. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი. უნგრეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1918. უილიამ ტალბერტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1942, 1945, 1946 და 1948 წლებში მოგებული აქვს აშშ-ის ღია პირველობა.

1937. დონ ფრეზერი. ავსტრალიელი მოცურავე. 100 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მოგებული აქვს 1956, 1960 და 1964 წლების ოლიმპიური თამაშები.

1943. ჯუზეპე ჯენტილე. იტალიელი მძლეოსანი. 1968 წლის ოლიმპიადაზე სამხტომში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ჩემპიონი კი ვიქტორ სანეევი გახდა.

1943. ტატიანა ვაინბერგი. საბჭოთა ფრენბურთელი. მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1956. შეინ გოულდი. ამერიკელი მოცურავე. სამ დისტანციაზე თავისუფალი სტილით გაცურვაში 1972 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს სამი მედალი.

1956. სერგეი შავლო. საბჭოთა კავშირის ნაკრების, მოსკოვის “სპარტაკისა” (1977-85) და “ტორპედოს” (1986-87) ნახევარმცველი. 1979 წელს გახდა სსრკ-სა და საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი. 1986 წელს მოიპოვა საკავშირო თასი, 1998-ში კი გახდა ავსტრიის ჩემპიონი. 2005-08 წლებში იყო მოსკოვის “სპარტაკის” გენერალური დირექტორი.

1961. ბერნარ კაზონი. საფრანგეთის ნაკრებისა (1988-92) და “მარსელის” მცველი. 1993 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 30 მატჩი. მოგვიანებით მწვრთნელი გახდა. 2004-05 წლებში სათავეში ედგა სომხეთის ნაკრებს, 2005 წლიდან “ბასტიას” დამრიგებელი იყო.

1965. მარკ დეგრიზი. 1984-96 წლებში ბელგიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1990 და 1994 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ბელგიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 23 გოლი. საკლუბო დონეზე მოპოვებული აქვს ბელგიის (ხუთჯერ) და ჰოლანდიის ჩემპიონობა, ორჯერ ბელგიის თასი.

1966. ჯერლ მაილსი. ამერიკელი მძლეოსანი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა 400 მეტრ რბენასა და სიგრძეზე ხტომაში.

1967. იგორ კორნეევი. საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრებების, მოსკოვის ცსკას და როტერდამის “ფეიენოორდის” ნახევარმცველი. 1991 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ჰოლანდიის ჩემპიონი. 2002 წელს როტერდამელებთან ერთად მოიპოვა უეფას თასი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 2006 წლიდან რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გუს ჰიდინკის თანაშემწეა.

1977. სერგეი პერხუნი. რუსი საფეხბურთო გოლკიპერი. ტრაგიკულად დაიღუპა მოწინააღმდეგის ფორვარდთან შეტაკებისას (2001 წლის 28 აგვისტო).

1983. შიო ხეცურიანი. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მცველი. თბილისისდინამოსშემადგენლობაში მოგებული აქვს საქართველოს თასი.

1983. გოგიტა გოგუა. საქართველოს ნაკრების, “თბილისის”, “ხიმკის”, “სატურნის”, ნალჩიკისსპარტაკის”,გროზნოსტერეკის”, “ვოლგას”, გორისდილას”, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველი.საქართველოსნაკრებში ჩაატარა 27 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალა

2006. ჯაჩინტო ფაკეტი. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ლეგენდარული მცველი. გარდაიცვალა 65 წლის ასაკში.

0.132419