ჩოგბურთი

20:35 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასზე საქართველო ბასილაშვილის გარეშე იასპარეზებს

13-14 სექტემბერს საქართველოს ნაკრები დევისის თასის მე-2 ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის მატჩში გასვლაზე ნორვეგიას დაუპირისპირდება.

დევისის თასის ოფიციალურ ვებგვერდზე ნიკოლოზ ბასილაშვილი გუნდის შემადგენლობაში არ წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ნორვეგიაში ჩასვლას ვერ ახერხებს.

ბასილაშვილის არ ყოფნაში გუნდის ლიდერობა ახლად ტრავმამოშუშებულ ალექსანდრე მეტრეველს და გიორგი ცივაძეს მოუწევთ. მეტრეველი მსოფლიო რეიტინგში 720-ე ნომერია, ხოლო ცივაძე - 933-ე.

ნაკრებში პირველად მოხვდნენ ალექსანდრე ბაკში, ნიკოლოზ დავლიანიძე და საბა ფურცელაზე, ამ სამიდან მსოფლიო რეიტინგში არც ერთი ქულა არ აქვთ.

ორდღიან ბრძოლაში ფავორიტი ნორვეგიაა, რადგან მათი გუნდის ლიდერი კასპერ რუდი რეიტინგში 54-ე ადგილი უჭირავს და ბოლო პერიოდში სხვადასხვა საჩოგბურთო კორტებზე მაღალ დონეზე ასპარეზობს. სკანდინავიელთა მეორე ნომერი რეიტინგის 321-ე ნომერი ვიქტორ დურასოვიჩია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით კვერნაძე იქნება.

წყილში უკეთესისი გამოსავლენად ნაკრებს სამი მოგება სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116927