ფეხბურთი

20:01 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან ბრძოლაში წააგო

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრა ჩაატარა. ლევან ბაჯელიძის გუნდმა თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი იტალია მიიღო.

ქართველმა ფეხბურთელებმა გაცილებით ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და საგოლე მომენტებიც მეტი შექმნეს, მაგრამ გოლი ერთხელ გაიტანეს.

25-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრისტინა ჯირელიმ შეასრულა. იტალიელთა ათიანს თათია გაბუნიამ არ გაატანინა, მაგრამ დამატებაზე ჯირელი კვლავ პირველი იყო და ამჯერად „ლანჩხუთის“ მეკარემ ვერაფერი გაახერხა.

როგორც გაირკვა, ეს მატჩის ერთადერთი გოლი გამოდგა. საქართველოს ნაკრებს ორი მატჩის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია, რადგან პირველ ტურში ბოსნიასთან სტუმრად 1:7 წააგო.

მომდევნო შეხვედრას ბაჯელიძის გუნდი 8 ოქტომბერს, თბილისში დანიასთან ჩაატარებს, რომელიც იტალიასთან ერთად ჯგუფის ფავორიტი და ლიდერია.

საქართველო - იტალია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჯირელი (25)

0.151437