ფეხბურთი

17:50 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი და „ბარსელონა“ ერთმანეთს უჩივიან

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, ნეიმარმა და „ბარსელონამ“ ერთმანეთის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ესპანური as-ის ცნობით, მხარეები ძველი კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტზე ვერ თანხმდებიან.

თურმე, ნეიმარს, პსჟ-ში გადასვლის წინ, „ბარსელონასგან“ 40 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსი უნდა მიეღო, მაგრამ მისთვის „მხოლოდ“ 14 მილიონი ჩაურიცხავთ და ახლა დარჩენილ 26-ს კიდევ ითხოვს.

„ბარსელონაში“ კი მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელმა ხელეკრულების პირობები დაარღვია და 75 მილიონი უნდა გადაუხადოს კლუბს.

შეგახსენებთ, რომ სანამ ნეიმარი პარიზულ კლუბში გადავიდოდა, მისი კონტრაქტი 222 მილიონად გამოისყიდეს.

2 სექტემბრამდე, ანუ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, დიდი ალბათობა იყო, ბრაზილიელი კატალონიურ კლუბში დაბრუნებულიყო, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.

0.161185