ფეხბურთი

16:59 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაურო იკარდი: "პსჟ ჩემთვის მნიშვნელოვანი შანსია"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ კომენტარი გააკეთა. არგენტინელის განცხადებით, ეს მისთვის შესანიშნავი შანსია და იმედოვნებს, რომ სათანადოდ გამოიყენებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ს მსგავს დიდ გუნდში ვითამაშებ. ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი შანსია და იმედი მაქვს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ.

პსჟ-ს ყველა არგენტინელ ფეხბურთელს ვიცნობ, ასევე ედინსონ კავანისაც. ვიცნობ ნეიმარსაც და ვიცი, რომ მასთან ერთად თამაში განსაკუთრებული გრძნობაა. აქ გამარჯვებისთვის მოვედი. „პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის საუკეთესო გუნდია ბოლო წლებში ბევრი ტიტული მოიგო.

ვიცით, რომ გულშემატკივრები ჩვენგან მაქსიმუმს ელოდებიან და იმედია მე წარმატებებში ბევრი გოლით შევიტან წვლილს“, - თქვა იკარდიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი პსჟ-ს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის ღირებულებამ 5 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო მისი გამოსყიდვა მომავალ ზაფხულს 65 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111851