ფეხბურთი

14:12 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მცველი "ბორდოში" ჩაირიცხა

„დინამო თბილისის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი აბდელ მეჯუბი კარიერას ფრანგულ „ბორდოში“ გააგრძელებს. 22 წლის ალჟირელმა ჟირონდელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც „ბორდოს“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, მეჯუბი თავდაპირველად დუბლშემადგენლობაში ითამაშებს, მაგრამ ბუნებრივია, სამწვრთნელო შტაბს თავს თუ მოაწონებს, ვინძლო, ლიგა 1-ში თამაშის შესაძლებლობაც მიეცეს.

შეგახსენებთ, რომ მეჯუბი „დინამომ“ მიმდინარე წლის დასაწყისში დაიმატა და 22 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.150962