ჩოგბურთი

11:25 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა: „საწყენია, რომ ტიტული ვერ დავიცავი“

იაპონელმა ჩოგბურთელმა, ნაომი ოსაკამ, ამერიკის ღია პირველობის მეოთხე წრეში შვეიცარიელ ბელინიდა ბენჩიჩთან წაგების შემდეგ (5:7, 4:6), ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან სწყინს, ტიტული რომ ვერ დაიცვა. შეგახსენებთ, შარშანდელი US Open-ის ფინალში ოსაკამ სერენა უილიამსი დაამარცხა.

„ბენჩიჩს საგანგებო გეგმა ჰქონდა ამ მატჩისთვის. ახლა არ მინდა ვისაუბრო რა შეცდომები დავუშვი. ვეცდები პოზიტიურად ვიაზროვნო. მუხლი ჯერ კიდევ ცინცინატიში დავიზიანე. თუმცა ნელ-ნელა უკეთ ვგრძნობ თავს.

ვერ ვიტყვი, რომ ტრავმა გახდა ჩემი მარცხის მიზეზი. მანამდე ხომ სამი მატჩი ჩავატარე.

ძალიან საწყენია ტიტულს რომ ვეღარ დავიცავ, მაგრამ საჭირო დასკვნები უნდა გამოვიტანო და უკეთ მოვემზადო.“ - უთხრა ოსაკამ US Open-ს პრესსამსახურს.

და კიდევ, აშშ-ის ღია პირველობის დამთავრების შემდეგ, ქალთა რეიტინგში პირველ ადგილზე ნაომის ავსტრალიელი ეშლი ბარტი ჩაანაცვლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122204