ფეხბურთი

10:51 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი: „ვეცდები, პარიზელი ქომაგების გულები მალე მოვიგო“

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეული, კოსტარიკელი მეკარე, კეილორ ნავასი, ჟურნალისტებს პარიზულ კლუბში გადასვლის თაობაზე ესაუბრა.

„მართლაც ბედნიერი ვარ პსჟ-ში გადასვლით. ესპანეთის შემდეგ, საფრანგეთში დიდი იმედებით გადავდივარ. ლათინურ ამერიკაში „პარი სენ-ჟერმენი“ ძალიან პოპულარულ და პრესტიჟულ კლუბად ითვლება და მეც მინდა რამდენიმე წლის წინათ დაწყებული საინტერესო თავგადასავლის მონაწილე გავხდე. მოვიგო ტიტულები და საკუთარი გამოცდილება გავუზიარო თანაგუნდელებს.

ასევე, ვეცდები მალე მოვიგო პარიზელი ქომაგების გულები.“ - უთხრა ნავასმა კლუბის პრესსამსახურს.

ნავასი პსჟ-ში მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა. „სამეფო კლუბში“ ის 2014 წლიდან თამაშობდა. მანამდე კი „ალბასეტესა“ და „ლევანტეში“ ირჯებოდა.

32 წლის მეკარემ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

0.159119