ფეხბურთი

1:11 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფალკაო "გალათასარაის" ფეხბურთელია

„მონაკოს“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო „გალათასარაიში“ ითამაშებს. თურქული გუნდის ვებგვერდმა ცნობა ოფიციალურად დაადასტურა.

კოლუმბიელმა „ლომებთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

„ბედნიერი ვარ მეც და ჩემი ოჯახიც, როგორც იქნა, აქ ვართ“, - თქვა სამხრეთ ამერიკელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

33 წლის ფალკაო „მონაკოში“ 2013 წლიდან თამაშობდა და 140 მატჩში 83 გოლი გაიტანა. თუმცა, ორი სეზონი იჯარით „მანჩესტერსა“ და „ჩელსიში“ გაატარა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა. „მონაკომდე“ კი „ატლეტიკოში“, „პორტუში“, „რივერ პლეიტსა“ და „ლანკეროსში“ თამაშობდა.

რადამელ ფალკაო კოლუმბიის ნაკრების წევრი 2007 წლიდანაა და 89 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113448