ფეხბურთი

19:55 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალინიჩი "რომაში" ითამაშებს

იტალიურმა „რომამ“ ნიკოლა კალინიჩი დაიმატა. „ჯალოროსის“ ვებგვერდის ცნობით, ხორვატი ფეხბურთელი რომაულ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, ზაფხულში კი მისი გამოსყიდვა იქნება შესაძლებელი.

კალინიჩი მადრიდის „ატლეტიკოს“ საკუთრებაა, სადაც გასულ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მანამდე, 31 წლის ხორვატს არაერთ გუნდში უთამაშია. მათ შორის, „ჰაიდუკში“, „შიბენიკში“, „ბლექბერნში“, „დნიპროში“, „ფიორენტინასა“ და „მილანში“. ნიკოლა „რომაში“ ედინ ჯეკოს დუბლიორად განიხილება და პატრიკ შიკს შეცვლის, რომელიც ასევე იჯარით გერმანულ „ლაიფციგში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1108